Putkaradze.ge                                                                                                Research & Information website
                                                           
   


 

ტარიელ ფუტკარაძე
ეკა დადიანი
რევაზ შეროზია

"ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ"

და

საქართველო

 

"European Charter for Regional or Minority Languages" and  Georgia

Tariel  Putkaradze     Eka Dadiani    Revaz Sherozia
 

განათლების ეროვნული ინსტიტუტი
National Institute of Education

2010

 

 

                                                                                           ლინგვისტური სამეცნიერო კვლევისთის გადაიწერეთ  მოცემული ქართული შრიფტი    FONTS
 

   
 


შინაარსი

 

●  ანოტაცია

  რეზო ჭეიშვილის წინათქმა 

  წინასიტყვაობა: რა მიზეზები განაპირობებენ პრობლემის სირთულესა და აქტუალურობას  

  შესავალი: ქართველური ენა-კილოების კვალიფიკაციის სამეცნიერო პრობლემა პოლიტიკურ კონტექსტში
(როდიდან იწყება საკითხის პოლიტიზება?)

  

 

ნაწილი I: ქართველური ენობრივი სამყარო 
 

1.1.    ენისა და დიალექტის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების სა-კითხი; ქართველური ენობრივი სამყაროს მოკლე ისტორია 

1.1.1. ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი 

1.1.2. ქართველურ ენა-კილოთა ისტორიის რამდენიმე ასპექტი 

1.1.3. ქართველური ენობრივი ქვესისტემების (იდიომების) კლასი-ფიკაცია  

1.2.   ქართველურ ენა-კილოთა ფონეტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური სტრუქტურების სისტემური ანალიზი  

1.2.1. ქართველურ ენა-კილოთა ფონემატური სტრუქტურა.

1.2.2. ბრუნვათა სისტემა  

1.2.3. მწკრივთა წარმოება  

1.2.4. სინტაქსი

1.2.5. ლექსიკა

 

 

ნაწილი II: "ენის ქარტია" და თანამედროვე საქართველოს ენობრივი სიტუაცია

 

2.1.      "ენის ქარტიის" პრინციპებისათვის 

2.1.1.  "ენის ქარტიის" ძირითადი ტერმინი: რეგიონული ან უმცირესობის ენა 

2.1.2.   ენათა სახეები "ქარტიის" მიხედვით 

2.1.3    "ევროპული ქარტიის" მიზანი: ისტორიული უმცირესობების დედაენის დაცვა. 

2.2.      "ეროვნულ უმცირესობათა შესახებ ჩარჩო კონვენციისა" და "ოსლოს რეკომენდაციების" მიზანი: ახალი უმცირესობების ენობრივი   
      
 უფლებების დაცვა
 

2.3.       თანამედროვე საქართველოს ენობრივი სიტუაცია

2.3.1.    სახელმწიფოს ოფიციალური ენა/ენები და მისი ადგილო-ბრივი სახესხვაობანი 

2.3.1.1. სახელმწიფო ენა, როგორც საერთო-სახალხო ენა და ინტეგრაციის პრობლემა  

2.3.1.2. სახელმწიფო ენები ავტონომიურ წარმონაქმნში  

2.3.1.3. საქართველოს სახელმწიფო ენის ადგილობრივი სახესხვაობანი; როგორ დავიცვათ ისინი? 

2.3.2.    საქართველოში ისტორიული უმცირესობების ენების საკითხი 

2.3.3.   არაისტორიული უმცირესობის ენები  

2.3.4.   საქართველოს ეთნიკური შემადგენლობის საკითხი; ვინ შეიძლება ჩაითვალოს: ისტორიულ ეთნიკურ უმცირესობად? არაისტორიულ   
     
 ეთნიკურ უმცირესობად? მიგრანტად?
 

2.3.5.   ევროსაბჭოს წევრ რომელ სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველთა ენის მიმართ უნდა გავრცელდეს, ერთი მხრივ, ევროპული ქარტიის  
      
დებულებები, მეორე მხრივ - ჰააგისა და ოსლოს რეკომენდაციები, მესამე მხრივ კი - კანონი მიგრანტთა შესახებ?

 

 

  დამოწმებული სამეცნიერო ლიტერატურა და წყაროები 

  ცნობები ავტორთა შესახებ

  ქართული ასონიშნების სატრანსლიტერაციო სქემა

––––  ––––  ––––

 

1999 წლის აპრილში საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი; შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ ერთი წლის ვადაში შეერთებოდა "ევროპულ ქარტიას რეგიონული ან უმცი-რესობის ენების შესახებ" ("ენის ქარტიას"); ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.
"ენის ქარტია" მოწოდებულია ხელი შეუწყოს ისტორიული (ავტოქთონი) უმცირესობის ენობრივ-კულტურული მემკვიდრეო-ბის შენარჩუნებას; "ენის ქარტიის" მამებისთვის არსებითი იყო, ასევე, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და უმცირესობათა ინტეგრაცია, ამიტომ კონკრეტულ ხელისუფლებებს მიანდეს ორი არსებითი საკითხის გადაწყვეტა:
- სად გადის ზღვარი ისტორიულ (ავტოქთონ) და მიგრანტ ეთ-ნიკურ უმცირესობებს შორის? შდრ.: ზოგი ექსპერტის მიერ შემოთა-ვაზებული დროა პირველი მსოფლიო ომი; რამდენად მისაღებია 100-წლიანი ზღვარი ახლახან დეოკუპირებული ქვეყნისთვის, რომელიც ბო-ლო 200 წლის მანძილზე იყო ანექსირებული?
- როგორ უნდა განვასხვავოთ სახელმწიფო ენის მონათესავე უმცირესობის ენა სახელმწიფო ენის დიალექტისგან.
წარმოდგენილ წიგნში განხილულია:
- "ენის ქარტიის" ძირითადი ტერმინები და მიზანი;
- საქართველოს სახელმწიფო ენის სახესხვაობათა - ქართველურ ენა-კილოთა - ლინგვისტური ანალიზი და მათი შენარჩუნების გზები;
- აფხაზური ენისა და საქართველოში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ უმ-ცირესობათა ენობრივი უფლებების დაცვის მექანიზმები.

რედაქტორები: მერაბ გვაზავა
როზეტა გუჯეჯიანი
იოსებ ასათიანი (ინგლისური ვარიანტისა)

რეცენზენტები:
ფილოლოგიის დოქტორი ნანა გულუა,
ფილოლოგიის დოქტორი ივანე ლეჟავა,
ისტორიის დოქტორი, პროფ. ბეჟან ხორავა

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.


წიგნში განხილული პრობლემატიკა მეტად აქტუალურია როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ასევე საქართველოში ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვისთვის, ამიტომ გამოქვეყნებამდე ნაშრომი გავაცანით კოლეგებს.
ავტორები რჩევებისა და საინტერესო მოსაზრებებისათვის მადლობას ვუხდით წიგნის რედაქტორებსა და რეცენზენტებს; ასევე:
ფილოლოგიის დოქტორს, პროფ. ლელა ავალიანს
ფილოლოგიის დოქტორს, პროფ. ნატო გულუას
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს,
პროფ. როლანდ თოფჩიშვილს
ფილოლოგიის დოქტორს, პროფ. მაია მიქაუტაძეს
ისტორიის დოქტორს, პროფ. დაზმირ ჯოჯუას

ქართული ტექსტი ინგლისურად თარგმა ნათია ამირიძემ.


© ტ. ფუტკარაძე, ე.დადიანი, რ.შეროზია
ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი