Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   


1.2. ქართული ენის ადგილი მსოფლიოს ენათა შორის


დედამიწის მოსახლეობის ენათა რაოდენობა ზუსტად არ არის დადგენილი; ასახელებენ 4000-დან 7000-მდე ენას. ასეთ დიდ სხვაო-ბას იწვევს არა ენობრივ ერთეულთა რიცხვის დაუდგენლობა, არა-მედ მათი სტატუსის სხვადასხვაგვარი განსაზღვრა (მოცემული ლინგ-ვისტური მონაცემი ენაა, დიალექტი თუ კილოკავი?). რთულია უმწერ-ლობო ენისა და დიალექტის გამიჯვნა. ვფიქრობთ, ლოგიკურია, რომ უმწერლობო ენად ჩაითვალოს იმ ხალხის ენა, ვისაც დედაენაზე სამწიგნობრო კულტურა არა აქვს, ხოლო დიალექტია ის მეტყ-ველება, რომელიც ენათესავება საერთოეროვნულ ენას.
ბუნებრივია, ადამიანს ოდითგანვე აინტერესებს თავისი დედაე-ნის მონათესავე ენების დადგენა, ვინაიდან, როგორც წესი, ენათა ნათესაობით განისაზღვრება ეთნოსთა ნათესაობა. მეცნიერების გან-ვითარების თანამედროვე ეტაპზე ისტორიულ-შედარებითი მეთო-დის საშუალებით ძირითადად დადგენილია მსგავსი სტრუქტურისა და ურთიერთმონათესავე ენათა ოჯახები. გავრცელებული შეხედ-ულებით, მსოფლიოში გამოიყოფა: ინდოევროპულ, სემიტურ, ფინურ-უნგრულ, თურქულ, იბერიულ-კავკასიურ, სამოდიურ, მონ-გოლურ, ტუნგუსურ-მანჯურულ, ჩინურ-ტიბეტურ, დრავიდულ, მუნდა, მალაიურ-პოლინეზიურ, პალეოაზიურ, ავსტრალიის, პაპუა, აფრიკულ, პალეოაფრიკულ, ჩრდილოეთ ამერიკულ, ცენტრალურ ამერიკულ, სამხრეთ ამერიკულ ენათა ოჯახები; ცალკეა: იაპონური, კორეული, აინუური და ბასკური ენები (სპეციალისტთა ერთ ნაწილს ბასკური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შეაქვს).
დიდი ხნის ისტორია აქვს ქართული ენის ძირეული კავშირების ძიებას წინა აზიის უძველეს ენებთან - ხურიტულთან, ხეთურთან, შუმერულთან. ფ.ბოპიდან მოყოლებული დღემდე არაერთხელ გამხ-დარა კვლევის საგანი ქართული ენისა და ინდოევროპული ენების ნათესაობის საკითხიც, მაგრამ ამ მიმართულებით დამაჯერებელი არ-გუმენტები ჯერჯერობით არ ჩანს. თ.გამყრელიძის, ვ.ივანოვისა და სხვათა მიხედვით, ინდოევროპულ-ქართველური ტიპოლოგიური შეხვედრები კვლევის საინტერესო სფეროა. გ.დეეტერსის აზრით, ქართველურში თანაარსებობს ინდოევროპული და იბერიულ-კავკასიური ფენები (ამ მოსაზრებას იზიარებს გ.მაჭავარიანიც). 
ყველაზე გავრცელებული თეორიით, ქართული ენა ენათესავება აფხაზურ-ჩერქეზულ, ჩეჩნურ-ინგუშურ (ნახურ) და დაღესტნურ ენებს. ამ თეორიის ფუძემდებლები არიან ივ. ჯავახიშვილი და არნ. ჩიქობავა. XX საუკუნის მეორე ნახევარში არნ.ჩიქობავამ ჩამოაყა-ლიბა იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სკოლა, რომლის წარმომადგენლები ათწლეულების მანძილზე წარმატებით იკვლევენ ქართველური და ჩრდილოკავკასიური ენების ნათესაობას; შედეგად გამოვლენილია მრავალი მსგავსი ენობრივი მოვლენა და ლექსიკური პარალელი; კერძოდ, ქართველურსა და სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებს საერთო წარმომავლობისა აქვთ ძირითადი ლექსიკური ფონდის შემდეგი სიტყვები (ვასახელებთ ერთ ნაწილს): 
დედა, მამა, ცოლი, ობოლი... თვე, დღე, მზე, ყინავს, ცა, ზაფხული, სამხარი... ბარკალი, ბაყვი, გული, იდაყვი, მარჯვენა, მკერდი, მხარი, პირი, ძუძუ, წამწამი, წვერი, ჭიპი, ტვინი, ფილტვი, ფხა, ხელი, ძვალი, მუხლი... გუგული, მგელი, ღორი, ყვავი, თაგვი, ციყვი, ქათამი, მატლი, მწერი, კალია, პეპელა, ჭიანჭველა, ძუ, ხვადი, ბერწი, ღუღუნი, ხვიხვინი... დიკა, მახა, სელი, ყანა, ვაშლი, მსხალი, ლეღვი, კაკალი, სოკო, ჭინჭარი, ანწლი, ძეძვი... ვინ, მან, შენი, თქუენი... სამი, ხუთი, ათი, ასი, ცალი, ტყუპი... დიდი, მრგვალი, რბილი, თეთრი, ყვითელი, თხელი, ძველი, მსხვილი... კედელი, ყველი, ძმარი, ცელი, ჯაჭვი... სუნი/სული, სელი, სერი (ღამე), ნემსი, სუელი/შრატი, სოფელი, ნესტო, ასული, უსუარი (ვაჟი), მზე, შეშა, ვაშლი, უშვერი, მშვენი-ერი, სთუელი, ძაღლი, ძეძვი, ძუალი, ძუ, ხუეზი, ცალი, ფარცხი, ფრჩხილი, ციცი(ნათელა), ჩხართვი, ბერწი, წყალი, ნერწყვი, მწიფე, წუეთი, წოდება, წვევა, წუერი... შეაზანზარებს, ეშინია, წოვს, წვავს, ჭამს, სვამს, სუსხავს, უსტვენს, ფუვდება, დგას, იცინის, ლოკავს, გორავს, ურტყამს, აბამს, ქსოვს, თესავს, ჭედს... სტვენა, წასმა, მოსვა, ქსოვა, ვსება... 
ენათმეცნიერული კვლევის ამ ეტაპზე მეტი არგუმენტები აქვს საერთოქართველური, საერთონახურ-დაღესტნური და საერთოაფხაზურ-ადიღეური ძირითადი ლექსიკური ფონდისა და ენო-ბრივი სტრუქტურების სისტემური ერთგვარობის მტკიცებას. საყურადღებოა ისიც, რომ მუსიკათმცოდნეთა დასკვნით, ქართველთა, აბაზა-აფხაზთა, ვაინახთა (ჩეჩენ-ინგუშთა) და დაღესტნელთა მუსიკალური ენები მომდინარეობენ საერთოკავკასიურ-წინააზიური მუსიკალური ფუძეენიდან. 
თანამედროვე იბერიულ-კავკასიურ ენათა და დიალექტთა და-ჯგუფების რამდენიმე სქემა არსებობს; აქ წარმოვადგენთ არნ.ჩიქობავასა (1952) და თ.გვანცელაძის ვარიანტებს:
არნ.ჩიქობავა: იბერიულ-კავკასიური ენები შედგება ოთხი ჯგუ-ფისგან: 
I. ქართველური ანუ იბერიული ენები: ქართული, ზანური, სვანური.
II. აფხაზურ-ადიღეური ენები: აფხაზური ("ენათმეცნიერების შესავალში" არნ. ჩიქობავა აფხაზურ ენაში აერთიანებს აბაზურ დიალექ-ტებს: ტაპანთურსა და აშხარულს; "იბერიულ-კავკასიური ენათ-მეცნიერების შესავალში" ეს ორი კილო აბაზური ენის სახელითაა წარ-მოდგენილი - რედ.), ადიღური ანუ ჩერქეზული ყაბარდოულითურთ (ზემო ადიღეური კილო ანუ ყაბარდოული ცალკე ენადაა წარმოდგენილი "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალში" - რედ.), უბიხური ენა.
III. ქისტურ-ბაცბური ენები: ქისტური, ბაცბური ანუ წოვა-თუშური ("ენათმეცნიერების შესავალში" ამ ჯგუფში დასახელებული არ არის ჩეჩნური და ინგუშური, ვინაიდან 1952 წელს ჩეჩენ-ინგუშები გადას-ახლებულნი იყვნენ შუა აზიაში და საბჭოთა ცენზურის მიერ იკრძალებოდა მათი ხსენებაც კი; 1979 წელს გამოქვეყნებულ "იბერიულ-კავკასიური ენათ-მეცნიერების შესავალში" III ჯგუფის დასახელება და შემადგენლობა ასე გამოიყურება: ნახური (ჩაჩნური, ინგუშური, ბაცბური) - რედ.).
IV. დაღესტნური ენები: ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფი (ხუნძური ანუ ავარიული ენა და ანდიური ხეობის ენა-კილოთა [არნ.ჩიქობავას ტერმინია! - რედ.] წყება: ანდიური, ბოთლიხური, კარატაული, ტინდიური, ბაგვალური (ტინდიური და ბაგვალური ერთ ენადაა წარმოდგენილი 1979 წელს - რედ.) ჭამალური, ახვახური, ხვარ-შიული, დიდოური და კაპუჭური); ლაკურ-დარგუული ქვეჯგუფი (ლა-კური, დარგუული); ლეზგიური ქვეჯგუფი (ლეზგიური, წახურული, რუთულური, აღულური, ტაბასარანული, ხინალუღური, ბუდუხური, კრი-წული, არჩიბული, უდური). 
თ.გვანცელაძე: იბერიულ-კავკასიური ენები შედგება სამი ჯგუ-ფისგან:
I. სამხრეთის ჯგუფი:
ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული... დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).
II. ჩრდილო-დასავლეთის ჯგუფი:
1. აფხაზურ-აბაზური ენა; 2. ჩერქეზული (ადიღეურ-ყაბარდოული) ენა; 3. უბიხური ენა (აწ უკვე მკვდარი).
III. ჩრდილო-აღმოსავლეთის ჯგუფი:
ა. ვაინახური ქვეჯგუფი: 1. ვაინახური (ჩეჩნურ-ინგუშური, ანუ იჩქერიულ-ინგუშური) ენა. 
ბ. ხუნძური ქვეჯგუფი: 1. ხუნძური ენა; 2. ანდიური ენა (ბოთლიხურის, ღოდობერიულის, ახვახურის, კარატაულის, ბაგვალურის, ტინდიურის, ჭამალალურის ჩათვლით);
3. დიდოური ენა (ჰინუხურის, ხვარშიულის, კაპუჭურ-ჰუნზიბურის ჩათვლით). 
გ. ლაკურ-დარგუული ქვეჯგუფი: 1. ლაკური ენა; 2. დარგუული ენა.
დ. ლეზგიური ქვეჯგუფი: 1. ლეზგიური ენა (თაბასარანულისა და აღულურის ჩათვლით); 2. წახურ-რუთულური ენა; 3. არჩიბული ენა; 4. კრიწული ენა; 5. ბუდუხური ენა; 6. ხინალუღური ენა; 7. უდიური ენა.

ლიტერატურა

თ.გამყრელიძე, გ.მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართ-ველურ ენებში, თბ., 1965.
თ.გამყრელიძე, ზ.კიკნაძე, ი.შადური, ნ.შენგელია, თეორიული ენათ-მეცნიერების კურსი, თბ., 2003.
Т. В. Гамкрелидзе, В. В. Иванов, Индоевропейский язык и индо-европейцы, т. I-II, Тбилиси, 1984.
თ.გვანცელაძე, ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციის ძირითადი კრიტერიუმები და ქართველური ენობრივი სამყარო, ქართვე-ლური მემკვიდრეობა, ტ. VII, ქუთაისი, 2003.
თ.გვანცელაძე, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის შემადგენლობისათ-ვის, ტ. VIII, ქუთაისი, 2004.
გრ. გიორგაძე, უძველესი ახლოაღმოსავლური ეთნოსი და ქართველთა წარმომავლობა, თბ., 2002.
G. Dეეტერს, Dას კჰარტველისცჰე Vერბატუმ. Vერგლიცჰენდე Dარსტელლუნგ დეს Vერ-ბალბაუს დერ სუდკაუკასისცჰენ შპრაცჰენ, Lეიპზიგ, 1930. 
ენათმეცნიერების შესავლის საკითხები, გ.ახვლედიანის რედაქციით, თბ., 1972.
ქ. ლომთათიძე, აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი, I, თბ., 1976.
დ. ლოსაბერიძე, ქართველთა ეთნოგენეზის საკითხისათვის; საქართ-ველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე,#2, 1992.
ნ.მაისურაძე, ქართული ხალხური მუსიკა და ქართველთა ეთნოგენეზი; ქართველი ხალხის ეთნოგენეზი, თბ., 2002.
გ.მაჭავარიანი, საერთო-ქართველური კონსონანტური სისტემა, თბ., 1965.
ბ.ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974.
ტ. ფუტკარაძე, ქართველები, ნაწილი I, ქუთაისი, 2005.
არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1952.
არნ. ჩიქობავა, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1979.
მ.ჩუხუა, იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა, თბ., 2006.
მ. ჩუხუა, ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი, თბ., 2003.
ს. ჯანაშია, შრომები, ტ. III, თბ., 1959.