Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
2.1.3. წინააზიური კულტურული სამყარო და
ქართველურ-კავკასიური (იბერიულ-კავკასიური)ენობრივი ველი; წინააზიურ-კავკასიურ მონათესავე ენათა მიმართების სქემა


სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებებია მტკვარ-არაქსის კულტურის შემოქმედი ხალხის ვინაობის შესახებ; იკვეთება პრობლემისადმი დამოკიდებულების ერთი საინტერესო ასპექტი: მტკვარ-არაქსის კულტურის შემოქმედად ჩრდილოკავკასიური ტომები ნაკლებად მოიაზრებიან:
ო.ჯაფარიძე, 1998, გვ.183: მტკვარ-არაქსის კულტურის ძირითადი შემოქმედნი არიან კავკასიური ტომები, უპირატესად, ხურიტულენოვანი და ქართველური.
თ.გამყრელიძე, ვ.ივანოვი, 1984, გვ.894: მტკვარ-არაქსის კულტურის შემქმნელნი და მატარებელნი არიან ხურიტული, სამხრეთკავკასიური (ქართველური) და ინდოევროპელი ეთნოსები...
შდრ.: რუსი არქეოლოგების - ე. კრუპნოვისა და რ.მუნჩაევის - ვარაუდით, მტკვარ-არაქსის კულტურის ავტორი შეიძლებოდა ყოფილიყო იბერიულ-კავკასიური ენობრივ-ეთნიკური ერთობა (ნარკვევები, I, გვ.337-338). ამ კონტექსტში ჩვენთვის საინტერესოა ა.მეიეს მოსაზრება, კერძოდ, იგი შესაძლებლად მიიჩნევდა ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში თანამედროვე კავკასიური ენების, ბასკურისა და წინა აზიის ზოგი მკვდარი ენის წინაპარი ენობრივი ერთობის არსებობას (ი.ზიცარი, 1955, გვ.52).
როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდის მკვლევართა ნაშრომების მიხედვით მტკვარ-არაქსის კულტურის შემოქმედია "სამხრეთ კავკასიური" ანუ ქართველური ეთნოსი: აღარ ჩანს "იბერიულ-კავკასიური ეთნოსი"; მიზეზი მარტივია:
მათი აზრით, იბერიულ-კავკასიური ენობრივი ერთობის არსებობა ფრიად საეჭვოა; ან: თუკი არსებობდა, ძვ.წ. V-III ათასწლეულებში იგი უკვე დაშლილია, შესაბამისად, ამ ენის მფლობელი ხალხი ვერ იქნებოდა "მტკვარ-არაქსის კულტურის" შემოქმედი. სანიმუშოდ მოგვყავს გ.მელიქიშვილის მთავარი არგუმენტი (ლექსიკური ნასესხობების შესახებ იხ. ქვემოთ): 
გ.მელიქიშვილი, 1970, გვ.338: "თუნდაც რომ ვაღიაროთ ოდესღაც იბერიურ-კავკასიური ერთობის არსებობა, ასეთის მოთავსება ძვ.წ. III ათასწლეულში შეუძლებელია", ვინაიდან III ათასწლეულში უკვე არსებობდა "იბერიულ-კავკასიური" ენების ცალკეული ჯგუფები (საერთოქართველური, საერთოდაღესტნური)... ცნობილი ისტორიკოსი ამგვარ დასკვნას აკეთებს ე.წ. ლექსიკურ-სტატისტიკური მეთოდით გ.კლიმოვის მიერ "დადგენილი" "ქართველურ ენათა" დაშლის თარიღის საფუძველზე. როგორც ქვემოთ ვნახავთ, ამგვარი გზით დადგენილი დრო ენათა არსებობა/დაშლისა მეტისმეტად საეჭვოა და, შესაბამისად, დროის მოცემულ მონაკვეთში ეთნოსთა ყოფნა/არყოფნის დასტურად ვერ გამოდგება. 
შდრ, აგრეთვე, ო.ჯაფარიძე, 1976, გვ.17-20, 93: კავკასიური ენობრივი და კულტურული ერთობა უკვე დაშლილია ძვ.წ. V ათასწლეულში; III ათასწლეულში კი საბოლოოდ ჩამოყალიბებულია კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები... 
ჩვენი აზრით, ამგვარი ქრონოლოგიები ფრიად საკამათოა ბევრი მიზეზის გამო (იხ. ქვემოთ); შდრ.: არნ. ჩიქობავამ კარგად იცოდა ი.დიაკონოვის, გ.კლიმოვის, თ.გამყრელიძის, გ.მაჭავარიანისა და სხვათა მოსაზრებები თუ არგუმენტები საერთოკავკასიურის არსებობისა და საერთოქართველურის დათარიღების შესახებ, მაგრამ იბერიულ-კავკასიური ერთობის დროდ ის მაინც ვარაუდობდა 3000 წლის წინანდელ დროს:
"იბერიულ-კავკასიური ენები მონათესავე ენებია, მათ წარმოშობა აერთიანებთ. ეს ძველისძველ ვითარებას გულისხმობს: სავარაუდოდ სამი ათასი წლის წინანდელს და, ალბათ, ძველ ადგილ-სამყოფელს, კავკასიის სამხრეთით მდებარე მიწა-წყალს" (არნ.ჩიქობავა, 1978, გვ 253); შესაბამისად, ჩვენი ფიქრით, საერთოქართველურის არსებობა ძვ.წ. I ათასწლეულში უნდა ვივარაუდოთ; შდრ.: მკვლევართა ერთი ნაწილი საერთოქართველურის არსებობას ვარაუდობს ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში (იხ.: ვ.ივანოვი, თ.გამყრელიძე 1984, გვ.880; მ.ქურდიანი, 2003, გვ.44 და სხვ. იხ. ქვემოთ 2.2.3.).
არაქართულენოვანი მკითხველისთვის უცნობია არნ.ჩიქობავას ის არგუმენტები და დასკვნები, რომლებიც უეჭველს ხდის იბერიულ-კავკასიური ენების ნათესაობას (იხ. "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი", 1979); მოვიყვანთ რამდენიმე დებულებას:
1. იბერიულ-კავკასიურ პრაენას ახასიათებდა ხმოვანთა მარტივი და თანხმოვანთა რთული სისტემა; ხმოვანთა უძველესი ვითარება დაცული აქვს ქართველურ, ხუნძურ, აფხაზურ-ადიღურ, ბაცბურ-ინგუშურ ენებს, ხოლო თანხმოვანთა ვითარება უკეთ შემოგვინახა ნახურმა და ქართველურმა ენებმა;
2. ფუძის უმარტივესი სახე ისტორიულად ერთმარცვლიანი ჩანს; იგი შედგებოდა თანხმოვნისა და დეტერმინატიული სუფიქსისგან. დეტერმინატიული სუფიქსები გამოვლენილია ქართველურ, ადიღურ, და რიგ დაღესტნურ ენებში;
3. სქესის კატეგორია უცხოა ყველა იბერიულ-კავკასიური ენისთვის; აქ გამოიყოფოდა მამაკაცის, ქალის, ნივთის, ცხოველის და სხვა სემანტიკური კლასები, რომლებიც მორფოლოგიურადაც გამოიხატებოდა სათანადო პრეფიქსებით; ჩანს, კლასების მიხედვით ხდებოდა ბრუნებაც და უღლებაც... მხოლოდ ამგვარად შეიძლება აიხსნას საერთო მორფოლოგიური ინვენტარის არსებობა სახელურ და ზმნურ მორფემებში.
4. იბერიულ-კავკასიური ენები აგლუტინაციურია; პირველადია პრეფიქსაცია, მეორეულია სუფიქსაცია; 
5. იბერიულ-კავკასიურ ენებში მოქმედებითი გვარი ფორმდება კაუზატივის მაწარმოებლებით;
6. ყველა ცოცხალ იბერიულ-კავკასიურ ენაში გვაქვს ერგატიული კონსტრუქციის წინადადება;
7. ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ, ნახურ და ჩერქეზულ ენებში მრავლად ვლინდება საერთოკავკასიური ლექსიკა...
"რაც უფრო ღრმად შევიჭრებით იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიაში, მით უფრო მეტი საერთო აღმოჩნდება" (გვ. 274). 
არნ.ჩიქობავა და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სკოლის სხვა წარმომადგენლები ათწლეულების მანძილზე ქართველურთან მიმართებით წარმატებით იკვლევენ იმიერკავკასიის ენებს; შედეგად გამოვლენილია მრავალი ლექსიკური პარალელი; მაგ., ქართველურ-ჩერქეზული ლექსიკური პარალელების შესახებ იხ. გ.როგავა, 1956; აქვე საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ქართველური და აფხაზურ-ადიღური საერთო ლექსიკური ფონდის არსებობას აღიარებს გ.კლიმოვიც კი, რომელიც იბერიულ-კავკასიური ენების ნათესაობის თეორიას არ იზიარებს, მაგრამ 40-მდე ასეთ ლექსიკურ ერთეულს გამოყოფს (გ.კლიმოვი, 1969); ქართულ-აფხაზური ბგერათფარდობის შესახებ იხ. ქ.ლომთათიძის გამოკვლევები (1977 და სხვ.), აგრეთვე, ბ.ფოჩხუა, 1974. 
მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, იბერიულ-კავკასიური ენების ერთიანი ლექსიკური ფონდის შესახებ საგანგებოდ მსჯელობს ბ.ფოჩხუა; მისი აზრით, ქართველურსა და სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებს საერთო წარმომავლობისა აქვთ ძირითადი ლექსიკური ფონდის მრავალი სიტყვა; კერძოდ: დედა, მამა, ცოლი, ობოლი... თვე, დღე, მზე, ყინავს, ცა, ზაფხული, სამხარი... ბარკალი, ბაყვი, გული, იდაყვი, მარჯვენა, მკერდი, მხარი, პირი, ძუძუ, წამწამი, წვერი, ჭიპი, ტვინი, ფილტვი, ფხა, ხელი, ძვალი, მუხლი... გუგული, მგელი, ღორი, ყვავი, თაგვი, ციყვი, ქათამი, მატლი, მწერი, კალია, პეპელა, ჭიანჭველა, ძუ, ხვადი, ბერწი, ღუღუნი, ხვიხვინი... დიკა, მახა, სელი, ყანა, ვაშლი, მსხალი, ლეღვი, კაკალი, სოკო, ჭინჭარი, ანწლი, ძეძვი... ვინ, მან... სამი, ხუთი, ათი, ასი, ცალი, ტყუპი... დიდი, მრგვალი, რბილი, თეთრი, ყვითელი, თხელი, ძველი, მსხვილი... შეაზანზარებს, ეშინია, წოვს, წვავს, ჭამს, სვამს, სუსხავს, უსტვენს, ფუვდება, დგას, იცინის, ლოკავს, გორავს, ურტყამს, აბამს, ქსოვს, თესავს, ჭედს... კედელი, ყველი, ძმარი, ცელი, ჯაჭვი და სხვ. (ბ.ფოჩხუა, 1974, გვ. 328-330; აქვეა დასახელებული ის იბერიულ-კავკასიური ენები, სადაც წარმოდგენილი სიტყვები დასტურდება; საერთო იბერიულ-კავკასიური ლექსიკისთვის იხ., აგრეთვე, გრ.გიორგაძე, 2002, გვ.91-93). 
იბერიულ-კავკასიური ენებისა თუ ეთნოსების შესახებ არსებული თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომები უფრო მეტად ამყარებენ იბერიულ-კავკასიურ ენათა/ხალხთა ნათესაობის თეორიას; კერძოდ, უკანასკნელი გამოკვლევების მიხედვით, ჩრდილოკავკასიურ ენებსა და ქართველურს შორის დგინდება რეგულარული და კანონზომიერი ბგერათშესატყვისობებიც; კერძოდ, არნ.ჩიქობავას, გ.როგავას, ქ.ლომთათიძის, ე.ბოკარევას, ტ.გუდავას, ს.ხაიდაკოვის, ს.ნიკოლა~ევისა და სხვათა გამოკვლევებზე დაყრდნობით, მ.ჩუხუამ 2001-2004 წლებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში წარმოადგინა შთამბეჭდავი ქართველურ-ნახურ-დაღესტნური საერთო მასალა: ისტორიულ-შედარებითი ანალიზის შედეგად გამოვლინდა ძირითადი ლექსიკური ფონდის 500-ზე მეტი ერთეული, რომელიც საერთოკავკასიური წარმომავლობისაა; მ.ჩუხუას ნაშრომის შესაბამისად, აქ დავიმოწმებთ ლექსიკურ ერთეულთა ნაწილს (მ.ჩუხუას გამოკვლევა სრულად იბეჭდება იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების 35-ე ტომში):
საერთოქართველური სუნ-, სულ-, *ს…-ენ-, ზან. შ…-ან-(დ), შურ-, სვან. შ…-ემ-  შ…-ენ-, შურ-  შულ-; ბაცბ. სა  სინ შდრ.: მრ. რ. სინ-ბუ~, ჩაჩნ. ს›  სინ (მრ. რ. სინ-ოშ), ას-არ "გასულიერება, გამხნევება", ინგ. ს›  სინ-, Øას-არ იდ; საერთონახური სინ-  წინარენახური *ს…ინ-; ხუნძ. ს´უნ-ტ-, ანდ. შუნ-ნ-, ბოთლ. შა¹-, ტინდ. ჰუნ-, ბაგვ. ჰუნ-, კარ. შუ-, ახვახ. შ…ან- "დასუნვა"; წინარედაღესტნური *ს…-ან-.
საერთოქართველური მოს-: სა-მოს-ელ-ი, ზან. (მეგ.) მოს- "მოსვა", სვან. მას-; ბაცბ. {მერში}: ჩაჩნ. მერჩ‹  მერში: ინგ. მერჩი  მერში, წინარენახური. მესრ-ი "სუდარა"; ხუნძ. მუსრუ, ბეჯიტ. მუსრუ, დიდ. მუსრუ, რუთ. სˆრ "სამარე", ლაკ. სურუ…, არჩიბ. სორო "სუდარა", წინარედაღესტნური მუსრ-უ….
საერთოქართველური სელ-ი, ზან. სუ(ლ-): სვან. სˆლ-; ბაცბ. ფსა "ქერი", ჩაჩნ. სუოს, ინგ. სოს (რედუპლ.) "особый вид ржи"  ნახ. *ფსალ- წინარენახური ბ-სალ; დარგ. სუსულ, ლაკ. სუს, ლეზგ. სილ, თაბ. სურ-სულ, აღ. ს‘ლºსულ-ენ, ხინ. სილ-ქ, კრიწ. სილ-სილ, ბუდუხ. სˆლ-სˆლ  წინარედაღესტნური *სულ-.
საერთოქართველური სერ-ი "ღამე", ზან. სერ-ი; ბაცბ. ფსარ-ეჰ "გუშინ", ფსარ-ლო "საღამო", ჩაჩნ. სარ-აჰ–, ინგ. სარ-–ჰ, საÉრ-Éე "საღამო", წინარენახური ფსარ-  *ს…არ; ხუნძ. სონ- "გუშინ", ანდ. სონ, ტინდ. სონი, ახვახ. შუნი, არჩ. სან-Gი, თაბ. სან "წუხელ", ხინ. სან, ხვარშ. ჰუნ-ლÀ, ჰუნ-ი-ჯა "გუშინ", დარგ. სა, წახ. სან-ხ½ა, საერთოდაღესტნური სან-  წინარედაღესტნური *სარ-.
საერთოქართველური *გუს-: ქს-ოვ-ა *გს-ოვ-, ზან. რშ-*ქშ-  *გშ, სვან. ჟიშ-  *გუს-; ბაცბ. ქეს- *გეს- "საქმიანობა", ჩაჩნ. ქÉეს-  *გეს-, ქის- "ნაქსოვი", ინგ. ქეს-  *გეს-, ქის- "ტილო", წინარენახური *გეს- (საქმიანობა _ ქსოვა; სემანტემათა მიმართებისათვის შდრ. სვან. ლˆჩ…მინ/ლუჩ…მინ 1. "გაკეთებული", 2. "მოქსოვილი"); ხუნძ. ბე-ს´-, ანდ. ბეშ´-, ღოდ. ჰის´-ი, ახვახ. გოს´-ურ, კარატ. ქეშ´-ენ/ქერშ´-ენ "მოქსოვა", დიდ. რი-შ-ა, ჰუნზ. რე-შ-ა, დარგ. ბუ-შ-ეს, ლაკ. შ´აშ´-ან  *ქ´აშ´-ან, ლეზგ. არუ-შ-უნ "დართვა", რუ-შ-უნ "ქსოვა".
საერთოქართველური *…ს-: ვს-ებ-ა, სა-ვს-ე, ზან. ო-ფშ-ა/ე-ფშ-ა "სავსე", ფშ-აფ-ა "ვსება", მო-ფშ-ა/გო-ფშ-ა, სვან. გ…ეშ-/გ…შ-  *…შ-; ბაცბ. სე-ფს- "ბერვა", "აფუება", ჩაჩნ. სო-…ს- "გავსება, აფუება, დუღილი", ჩჰაGარ სუ…ს _ `ღვინო დუღს", ინგ. სო-…ს- "გაბერვა, აფუება", შდრ. წინარენახური დე-…ს-, *…ს "გაბერვა"; ხუნძ. რე-ჩ´- "დუGილი", დარგ. რუ-ჟ-ირ "დუღილი", ლაკ. შ´არ-ან იდ, წინარედაღესტნური *დე-შ-.
საერთოქართველური ნემს-: ნემსი, აჭარ. ლემს-ი, ზან. ლიფშ-ი/ლიშ-ი *ნიმშ-ი; ბაცბ. {ურს}, ჩაჩნ. ურს, ინგ. Шურს- წინარენახური *ნუს; ხუნძ. ნუს, ანდ. ბესუნ, ბოთლ. ბესუნ, ღოდ. ბესუნ, ჭამ. ბესუ¹, ტინდ., ბაგვ., კარ. ბესუნ, ახვახ. მე¹შუ  მეუნ (მრ.რ. მეშუნა), წინარედაღესტნური *ნუსებ "დანა". 
საერთოქართველური ს…ელ-ი "შრატი", ზან. (მეგრ.) შ…ენ-ი  *შ…არ-ი "თხის ქონი", სვან. შ…ელ "შრატი"; ბაცბ. შარ- "დო", ჩაჩნ. შარ "შრატი, დო", ინგ. შ–რ, საერთონახური შ…არ  *სEალ; ხუნძ. შ´…არ, ბოთლ. შ´არა, ტინდ. შ´არი, კარ. შ´არე, ჭამ. ს´არა "შრატი, სEელი", წინარედაღესტნური ს…ალ-ე.
საერთოქართველური სოფ-: სოფ-ელ-ი, მ-სოფ-ლ-იო, ზან. (მეგრ.) სოფ-, სვან. ს…იფ- "მოედანი სოფელში", "საფიხვნო"; ბაცბ. ფჰე, ჩაჩნ. ფჰა, ინგ. ფჰ– "სოფელი" *ფშე  საერთონახური *ს…ე; ანდ. ჰონ, ახვახ. ჰანი, კარ. ჰანა, ტინდ. ჰანა, დარგ. ში, ლაკ. შარა- (ვალუ), არჩიბ. ხორ, ლეზგ. ხ‘რ, აღ. ჰურ, ზახ. ხი… "სოფელი", ხინ. ს…ი; საერთოდაღესტნური *შ…ანი/*ს…ანი.
საერთოქართველური *ს…-: ს…-ე, ს…-ამ- "წასმა", "მოსმა", ზან. ს…- "წასმა", "მოსმა"; ბაცბ. ბოს "ფერი", ბას-ლო თასარ "შეღებვა", ჩაჩნ. ბუოს-/ ბას-, ინგ. ბოს-/ბას-  წინარენახური *ბა-ს…; ხუნძ. ბო-ხ½-, ანდ. ბუ-შ, ყამ. ბუ-ჰ-, ბაგვ. ბი-შ-, კარ. ბუ-ხ…- "წასმა", წინარედაღესტნური *ბი-ს…-.
საერთოქართველური ნე-სტ…-, სტ…-ირ-ი, სტ…-ენ-ა, ზან. შ…იტ-ინ-, მი-შვიტ-ია, სვან. ნე-შტრ-@ლ/ნე-შდრ-@ლ (პლ. ტანტუმ) "ნესტოები"; ბაცბ. {შოტ-}: ჩაჩნ. შ~ედ-აგ/შოდ-აგ, ქისტ. შუდ-უქ (ახ.), ინგ. შ…ოდ-ილგ "дудка", წინარენახური *შეტ…  *სეტ…; ხუნძ. ჰიშტ-, ახვახ. შ´იტ-, არჩიბ. შ…იტ "სტვენა", წინარედაღესტნური *სიტ…-.
საერთოქართველური -ს მიც. ბრ. ნიშ., ზან. -ს: სვან. -ს; ბაცბ. -ს, ჩაჩნ. -ს: ინგ. -ს/-ზ ერგ. ბრ. ნიშ., წინარენახური -ს; დარგ. -ს/-ზ, ლეზგ. -ზ, აღ. -ს მიც. ბრ. ნიშ., წინარედაღესტნური -ს.
საერთოქართველური *ს/ჰ-ას…: ასული, ზან. ოსურ-, სვან. ჰასუშ/ჰას…-იშ; ბაცბ. ~-ოჰ, ჩაჩნ. ~-ოç ~-ოჰ, ინგ. ~-ოç  *~-ოჰ "ქალიშვილი", წინარენახური *~-აშ-  *~-ას-; ხუნძ. ~-ას/~-აშა, ანდ. ~-ოში, ახვ. ~-აშე, ტინდ., ჭამ. ~-აჰ  ~-აშა, კარ. ~-აშე, ბოთლ. ~-ეში, ბაგვ. ~-აშ, ღოდ. ~-აში, ლეზგ. რ-უშ, თაბ. რ-იშ, აღ. რ-უშ, რუთ. რ-ˆშ, წახ. ~-ˆშ, არჩ. დ-იშ-დურ, სინ. რ-იში "ასული", წინარედაღესტნური ~-ას- "ქალიშვილი".
წინარექართველური *ვ-ას…-(არ): უს…-არ-ი (საბა) "ვაჟიშვილი"; ბაცბ. ვ-ოჰ, ჩაჩნ. ვ-ოç  *ვ-ოჰ, ინგ. ვ-ოç  *ვ-ოჰ "ვაჟიშვილი", წინარენახური *ვ-აშ- *ვ-ას-; ხუნძ. ვ-ას/ვ-აშა, ანდ. ვ-ოშო, ახვ. ვ-აშა, ტინდ., ჭამ. ვ-აჰა  ვ-აშა, კარ. ვ-აშა, ბოთლ. ვ-აშა, ბაგვ., ღოდ. ვ-აშა, დიდ. უჯუ /უჯი, დარგ. ურში, ლაკ. არს, არჩ. ვ-იშ-დუ "ახალშობილი ვაჟიშვილი", ხინ. ში "ვაჟი" წინარედაღესტნური *ვ-ას- (შდრ., ქართველური ვაჟ-ი, რომელიც საერთოკავკასიური *ვასუ-/*Eას- ფუძიდან მომდინარე შეიძლება იყოს და არა - ნასესხები; ტ.ფ.). 
საერთოქართველური მ-ზე "მზე", ზე (ზეზე, ზე-და, ზე-ვით), ზან. ბჯა (მეგრ.)/მჯორა (ყან.), ჯი(ნო) "ზე/ზევით", სვან. მიჯ/მˆჯ, ჯიბ "ზევით"; ბაცბ. {ზუ}, ჩაჩნ. ზ„‹  *ზ‹ "სხივი", ინგ. ზ„ˆ "სხივი", წინარენახური ზი იდ; ხუნძ., ლაკ. ი-ზ-ან "встать", არჩ. ბუ-ც-ის, ლეზგ. აƒ´…ა-ზ-უნ, თაბ. ზუ-ჟ…-უზ, აღ. Gუ-ზ-ას, რუთ. ლუ-ზ-უნ, წახ. ულუ-ზ-არ-ას "ადგომა"; წინარედაღესტნური -ზ- "ზესვლა" (შდრ. ქართ. ზე, ზე-ვ-ით, ზე-და...).
საერთოქართველური *დეშა/*ძეშა ზან. დიშქა/დიშკა, სვან. ზექ.  ზეშქ  დეშქ); ბაცბ. დოს, ჩაჩნ. დოს/დუოს, ინგ. დოს/დოას "შეშა", წინარენახური *დოშ(-ა); ხუნძ. როხ½ (როხ½ა) "ტყე", ანდ. რეშა, ბოთლ. რუშა, ღოდ. რუშა, ბაგვ. როშა, კარ. როშა, ახვახ. რუშა "ხე", ჭამ. …რჰა/როშა, ტინდ. როშა/როჰა, კარ. (ტოკიტ.) როხ½ა "ხე", "ტყე", ლაკ. მურხ½ "ხე", ლეზგ., ხინ. ვიშ@ "ხე", წინარედაღესტნური *დოშა..
საერთოქართველური ვაშ-ლ-ი/*ვაშალი, ზან. უშქ-ურ-ი/უშქ-ირ-ი, სვან. …ისგ-…  …იშგ-… *…იშქ-ლ; ბაცბ. {აშ}: ჩაჩნ. çაჯ: ინგ. çაჯ "ვაშლი", წინარენახური *ვაშ-; ხუნძ. ეჩ, ახვახ. „ეჩე, კარ. „ეჩი, ტინდ. Øეჩი, ყამ. Øეშ, ჰინუხ. იში, ჰუნზ. ე¹შ, დარგ. „ინც, ლაკ. ჰივჩ, არჩ. ანშ, ლეზგ. იჩ, თაბ. ვეჩ/ვიჩ, აღ. ჰეჩ  ვეჩ, კრიწ. ~ეჩ  ვეჩ, ბუდუხ. ~ეჩ  ვეჩ, ხინ. მˆჩ  ვეჩ, უდ. ¥შ/¡შ  ვეშ, წინარედაღესტნური *ვეშ-.
საერთოქართველური შენ-/*შ…-ენ-, შენ-ი, ზან. სი(ნ), სქან-ი, სვან. სგ@~, ბაცბ. ჰო(ნ), ჩაჩნ. ჰუო(ნ), ინგ. ჰუო(ნ) "შენ", წინარენახური *შ…ენ; ხუნძ. მუნ  …უნ * ჰ…უნ, დარგ. ჰუ, ლეზგ. …უე  * ჰ…უნ, რუთ. Gუ  ჰუნ, წახ. Gუ  ჰუნ, უდ. Gუნ/უნ  ჰუნ, ხინ. …ˆ  ჰ…ˆნ, არჩიბ. უნ  ჰუნ "შენ", საერთოდაღესტნური *შ…უნ-.
საერთოქართველური შვერ-: უ-შვერ-ი, სვან. შგ…ირ (ზს.) /შკ…ირ (ლნტ.) "სირცხვილი"; ბაცბ. ეჰ-არ; ინგ. ე-ჰ-არ, წინარენახური *ე-ჰარ "სირცხვილი"; ხუნძ. სურ-, ანდ. სურ-/სული, ბოთლ. სურ-, ყამ. სულ  სურ, ტინდ. სურ, კარ. სურ- (სურე) "შერცხვენა", ახვახ. შული  შური "სირცხვილი", წინარედაღესტნური *შურ.
საერთოქართველური შუ-: შ…-ენ-ი-ს, შუ-ენ-იერ-ი, შნ-ო ( შ…ენო), ზან. სქ…-, ო-სქ-უ{ნ} "შვენის", სქუ-ა (ჭან.)/ სქ…-ამ-ი (მეგრ.) "ლამაზი", სვან. სგ…-, ხ-ო-სგუ-ნ "შეშვენის", მა-სგ…-ა "შესაფერისი", სგ…-’ნ "შნო"; ანდ. შუ…-, ბოთლ. ს´უ, ღოდ. შუბ, ჭამ. ჰŒბ/ჰუბ, ბაგვ. ჰŒბ, ტინდ. ჰო‡ობ, კარ. ხ½ოჰობ, ახვახ. შო "хорощий", საერთოდაღესტნური *შუ-.
საერთოქართველური თქ…ენ, თქ…ენ-ი: ზან. თქ…ა(ნ), თქუან-ი, სვან. სგ@~; ბაცბ. შუ, ჩაჩნ. შუ, ინგ. შუო, წინარენახური *სთ…ენ/შ…ენ; ხუნძ. ნუჯ, ანდ. ბის´ილ, ბოთლ. ბიშთი, ღოდ. ბით´ე  ბიშთე, ჭაბ. ბით´(ი)  ბიშთი, ტინდ. ბის´ა, ბაგვ. ბიშთი, ახვახ. უშდი "თქვენ", წინარედაღესტნური -*სთ…-/შ…-.
საერთოქართველური *სთ…-: სთ…-ელ-ი  რთ…-ელ-ი "შემოდგომა"; ბაცბ. სტაბ-ო "შემოდგომა", ჩაჩნ. {სთა…-}, ინგ. {სა…-},წინარენახური სთა…-; ბოთლ. ც´იბ-ურუ, ახვახ. ც´იბ-ერა "ზამთარი", დიდ. სები, ჰუნზ. სიბ-არ, ლაკ. ს´უვთ  *სთუ…, არჩიბ. სოთ´-იƒ´ґ, თაბ. ჩ…ულ, წახ. ცუ…-ალ, ხინ. ც´ˆვ-აჯ (*ცˆვ-არ) "შემოდგომა", წინარედაღესტნური სთუ…-.
საერთოქართველური ძაG-ლ-ი/*ძაღ-ალ-ი, ზან. ჟოG-ორ-ი; სვან. ჯეG/ჯეG-…; ბაცბ. წოK  წოKა, ჩაჩნ. წუოKა; ინგ. წოK– "ჯიქი", წინარენახური *ძოG(არ-)  წოK-(არ-); ხუნძ. წირK, ანდ. წირK, ახვახ. წიKო "ფოცხვერი", ლაკ. წინიK/ჭნ@ყ…, წინარედაღესტნური *ძიG-(ორ-)  წიK-(ორ).
საერთოქართველური *დეძ…-/ძეძ…: "ძეძვი", ზან. (ჭან.) დანძ-ი *დაძ…-ი; ბაცბ. {ძიძ}-, ჩაჩნ. ძიძ-– /ზიზ-–, ძიძ-იგ "ყვავილი", ინგ. ძიზ-–  *ძიძ-ა; წინარენახური *ძიძ-; ხუნძ. ზაზ "ეკალი", ახვ. ჯაჯა, დარგ. ძაწძი/ც´აც´ე, ლაკ. ც´აც, ლეზგ. ც´აძ, თაბ. ძაძა, აღ. ზაზ, რუთ. ზიზა, უდ. ცაც, წინარედაღესტნური *ძაძი (შდრ. ადიღ. ზე*ძე).
საერთოქართველური ძ…ალ-ი, ზან. {ჟოლ-}; სვან. ჟიჟ…  *ჟ…იჟ…ილ (რედუპლ.)  *ჟ…ილ (შდრ., აჭარ. ძიძგვა~/ჯიჯგვა~ "ძვალმსხვილი კაცი" - ტ.ფ.); ბაცბ. {ზა(ლ)}, ჩაჩნ. სალ/ზალ, ინგ. სა(ლ)  ზალ "ნეკნი", წინარენახური *ძალ-; ანდ. ჯალა, ბოთლ. ჯოლა, ჭამ. ზალა, "ნეკნი", წინარედაღესტნური *ძალ(ა).
საერთოქართველური ძუ…-/ძუვ-ი, ძუ, ზან. ჟუ-ა *ჟუ…-ა, სვან. ჟუ{…}-ა "ძუკნა"; ბაცბ. ჯაბო "ძროხა", ჩაჩნ. ჯა, ინგ. ჯ–  ვაინახ. *ჯა…ო, წინარენახური *ძა…ო "ძროხა",; ხუნძ. ზი…უ, ანდ. ზი…უ ბოთლ., ღოდ. ზინი, ჭამ. ზინ, ბაგვ. ზინ, ტინდ., კარ. ზინი, ახვახ. ჯი¹…ო/ჯონ "ძროხა", დიდ. ზი~ა, ხვარში. ზი¹ა, რუთ. ზერ, წახ. ზერ, კრიწ. ზარ, ბუდ. ზარ, უდ. ჩურ  *ჟურ იდ; წინარედაღესტნური *ძი…უ "ძროხა".
საერთოქართველური ƒუეზა, ზან. (მეგრ.) ხოზო  *ხ…აჯო (შდრ. აფხაზ. ა-ƒ…აჯა); ბაცბ. ƒაჩ—, ჩაჩნ. ƒ‰ჩ–, ინგ. ƒაჩ– "საგზალი", წინარენახური *ƒაძ-ე  ƒ‰ჟ-ე; ხუნძ. ƒუƒანჩედ, ბეჯ. ხიც, ხვარშ. ხაც, ჰინუხ. დარგ. ჰალწა/ჰ…ალწა "блин", წინარედაღესტნური *ƒ (…)ა(ლ)ძ-ა.
საერთოქართველური ცალ-ი, ცარიელი, ცალე, ზან. (მეგრ.) ჩვარა "ცალე"  *ჩორ-ა, სვან. ჰ@რ-ი "ცარიელი"; ბაცბ. ცჰა, ჩაჩნ. ცაç  ცაჰა, ინგ. ცაç/ცჰა  ცაჰა "ერთი", წინარენახური ცაჰ-; ხუნძ. ცო, ანდ. სე-, ახვ. ჩე-, დიდ. სი-, დარგ. ცა, ლაკ. ცა, ლეზგ. სა-, თაბ. სა-, აღ. სა-, რუთ. სა-, წახ. სა-, არჩ. ოს, ხინ. სა, უდ. სა "ერთი", საერთოდაღესტნური *ცა.
საერთოქართველური *ბარც(ხ)-, ფარცხ-ი, ზან. ბუცხ/ბურცხ-, სვან. ცხა "ფრჩხილი"; ხუნძ. ფურუცґ  *ბურც´უ  *ბურც´უ, ანდ. რებც´უ  *ბერც´უ, ბაგვ. ბერეც´, ბოთლ. ფერც´უ, ჭამ. ბი~აც´ა  ბირაც´ა, ღოდ. რეც´ი  ბერეც´ი, ტინდ. ბეც´ი/ბერეც´, კარ. ბეც´ე/ბერც´ე/ ფერიც´, ახვახ. „ებეც´ე, დიდ. ბირუს, ჰინუხ. ბერუს, დარგ. დურაძ, ლეზგ. თ‘რგზ  დ‘რეს, თაბ. ცურც  თურუც  დ-ურუც აღ. დურუც, წახ. ვე~იცა  ბერცა, უდ. ფენეც´  ბ-ერეც´ "კავი", წინარედაღესტნური *ბ-ერც-ე "კავი".
საერთოქართველური ციც-ი: ციც-ი-ნათელა, ზან. (ჭან.) ჩიჩ-ი; ბაცბ. ციც-ა-‡ო, ჩაჩნ. ცაც-/ცაფც-/ციც-, ინგ. ციეც-› "მწერი", წინარენახური *ციც-; ხუნძ. იც, ანდ. რეცი/რესუ, ახვახ. რეშე, კარ. რესა, ბაგვ. რეს, ბოთლ. რესა, დარგ. ჰემს, ლაკ. ნუ…ცა., თაბ. სურ, რუთ. ~ის, წახ. იც, უდ. ც´ეც´ "моль", წინარედაღესტნური *ცეც (შდრ. სომხური ციც "моль", რაც რომელიმე იბერიულ-კავკასიური ენიდან ჩანს ნასესხები).
საერთოქართველური *ცხართ…-/ცართხ… (შდრ., წათხ-/წყათ-, ბარტყ-/ბღარტ-...), ჩხართ…, "ჩხართვი", სვან. ჩხურუშტ/ჩხურ…იშდ  *ჩხარშთ…; ბაცბ. {შურთხ}- (შდრ. ქართ. შურთხ-ი), ჩაჩნ. შატKა(ნ), ინგ. შურტK› "ласка", წინარენახური *ცართხ…-  *ჩართხ…-; ხუნძ ცატ¾უ, ანდ. სარტ¾უ *ცარტ¾უ, ყამ. სატ¾უ  *ცარტ¾უ "ласка", საერთოდაღესტნური *ცარტ¾…- (შდრ. ბგერათშესატყვისობა: ქართვ. თხ: ნახ. თხ: დაღ. ტ¾).
საერთოქართველური ბერწ-ი, ზან. ბურყ-ი, სვან. ბრუყ; ბაცბ. ბ„არწ-ო¹, ჩაჩნ. ბ„არზ-ა¹  *ბ„არძ-ან  *ბ„არწ-ონ, ინგ. ბ„არძ-›  ბ„არწ-ო¹№"ჯორი", წინარენახური *ბარწ-ონ "ჯორი"; ხუნძ. „ორწენ, ბოთლ. „ორწენ, ღოდ. „ორწინ, კარ. „ურწინა, ჰინ. ჰურწუმ, ჰუნზ. ჰორწუმ/ჰორწომ "ჯორი", წინარედაღესტნური *ბორწ-ენ  *ჰორწ-ენ.
საერთოქართველური წ…-: "წვა", ზან. ყ…- "წვა", სვან. ყ-  *ყ…-; ბაცბ. წე, ჩაჩნ. წˆ/ი, ინგ. წი "ცეცხლი", წინარენახური წე; ხუნძ. წა, ანდ. წა~, ახვახ. ჟარი, ბეჯიტ. წო, დიდ. წი, ხვარშ. წა/წო  *წ…ა, დარგ. წა, ლაკ. წ…  *წ…ი, ლეზგ. წა~, თაბ. წა, აღ. წა, რუთ. წა~, წახ. წა/წა~, ბუდუხ. წა, არჩიბ. ოწ  *წო  *წ…ა, ხინ ყ@ "ცეცხლი", წინარედაღესტნური *წ(…)ა "წვა, ცეცხლი" (შდრ., ქართული ენის აჭარული კილოს წიწა~ "ცეცხლი" ბავშვის ენაზე - ტ.ფ.).
საერთოქართველური წK: ნე-(რ)-წK-…-ი, წK-ალ-ი, წK-ლ-ულ-ი, ზან. ლე-ყK-ვ-ა/ლე-მჟკ-ვა, ყK-ოლ- "წყლვა", სვან. ნ@-შK-…  *ნე-ჟK-…; ბაცბ. {წKალ-Š}, ჩაჩნ. წK@ლ-ა/წKელ-ა, ინგ. წK@ლ-› "მოსქო სითხე", წინარენახური *წK-ალ-ე; ხუნძ. ჰ´აწ´უ, ახვახ. აწ´ი, ჭამ. ჰაწ´, ბაგვ. ჰა…  ჰაწ´…, დიდ. ნოცუ, ხვარშ. ~უ¹ცუ  ნუცუ, ჰუნზ. ~ა¹ცუ  ნაცუ  ს. დიდ. ნაწუ "ნერწყვი", ლაკ. ონწუ  ნოწუ "ცინგლი", წინარედაღესტნური ნა-წ-… "ნერწყვი".
საერთოქართველური წიფ-, *მა-წ-(იფ)-ე/ მ-წიფ-ე, ზან. მო-ნყ-ა, სვან. მˆ-ჰ-ი  მˆ-ყ-ი "მწიფე"; ბაცბ. მაწ-რ-ი¹, ჩაჩნ. მიერზა/მერძა  მაძ-რ-ი¹  მაწ-რ-ი¹, ინგ. მერძ–  მა-რ-ი¹  *მაწ-რ-ი¹, წინარენახური მა-წ-რ-ინ "გემრიელი"; ანდ. მიწ´ა, ბოთლ. მიწ´ა, ჭამ. მიწ´აბ, ბაგვ. მიწ´აბ, კარ. იწ´აბ, ახვახ. მიწ´ა-დაბუ, ლაკ. ნაწუ-ს´ა, ლეზგ. ვარწი, ხინ. წინ "გემრიელი", წინარედაღესტნური მი-წ-ა "ტკბილი".
საერთოქართველური *წოვ-: წოვა, ზან. წუ-  წოვ-, სვან. წობ- "წოვა"; ბაცბ. წუპ-, ჩაჩნ. წუბ-, ინგ. წუბ "წოვა", წინარენახური. *წუვ-; ხუნძ. წ´უნ-კ-, ანდ. წ´უნ-დ-, ახვახ. წ´უნ-, ტინდ. ც´უ-~ლÀა  წ´უ-~ლÀა, ჭამალ. წ´უნ-ა, ბაგვ. წ´უნ-, ბოთლ. წ´უნ-დ-, ლაკ. წუპ, არჩიბ. წუ-რ-ბოს "წოვა", დარგ. წუპ-ბარყი, აღ. სუპ-ას  *წუპ-ას, კრიწ. ყუ… ~ერიჟ, ძუდ. ყუფ-, საერთოდაღესტნური *წუვ-/წუმ-  წუნ.
საერთოქართველური *წუედ-/წ…ეთ-, წ…ეთ-ი, ზან. ყ…ათ-/წ…ათ-, სვან. …დ  ჰ…იდ  ყ…ედ "ცვარი, წვეთი"; ბაცბ. დარწ-, ჩაჩნ. დერზ/ძ, ინგ. დარ "წვიმიანობა", საერთონახური *დარწ- (*დაწწინარენახური *წად; ტ.ფ.); ხუნძ. წ´ად/წად, ანდ. წ´ა, ბოთლ. წ´ა~, ჭამ. წ´‰, ბაგვ. წ´ა~, კარ. წ´ა~, ახვახ. წ´არი  წ´ადი "წვიმა", ბოთლ., ღოდ. წ´აი  წ´არი, ლეზგ. სტალ  *წდალ, თაბ. წადალ, აღ. წარ, კრიწ. წადი "წვეთი", "სითხე", წინარედაღესტნური *წად.
საერთოქართველური წოდ- "წოდება", "კითხვა", "სახელი", სვან. ყ…დ-, ლი-ყ…დ-ი "შეკითხვა"; ბაცბ. წეთґ "სახელი", "დიდება", ჩაჩნ. წ~თ´, ინგ. წ~ეთ´, წინარენახური *წედ; დიდ. წოდ-ერ-ა/ჟოდ-ირ-ა "გაწოდება (ხელის)", ჰუნზ. წოდ-, ჰინუხ. წოდ-, ლეზგ. ყალ, თაბ. ყალ, აღ. ყალ. არჩიბ. ყათ "თქმა, მეტყველება", წინარედაღესტნური *წოდ "გაწოდება", "მიწოდება". 
საერთოქართველური წენ- "მოწვევა", ძვ. ქართ. წან-ა  წენ-ა "წვეულება", "ლხინი", ზან. (მეგრ.) ყან-აფ-ა "მოწვევა, დაძახება", ჭან. ყან-დ-ა "ქორწილი, წვეულება", სვან. ჰერ-  *ყერ-  ყერ- *ყენ- "დაბარება, გამოძახება"; ხუნძ. წ´ე, ანდ. წ´ე, ბოთლ. წ´ე, ჭამ. წ´ე…, ბაგვ. წჟე…, კარ. წჟე…, ახვახ. წ´ე…ე "სტუმარი", წინარედაღესტნური წე-…-ე "სტუმარი". შდრ. ადიღ. ხა-ყ› "სტუმარი".
საერთოქართველური წ…-ერ-: წ…ერ-ი, ზან. წ…ანჟ/დ-ი  *ყ…აჟ-ი  *ყ…არ-ი, ყ…არ-, სვან. (ჰ)…ერ-ე (ჰ…ერ-  *ყ…ერ-) "წვერი"; ბაცბ. ყან-იკ, ჩაჩნ. ყ~ენ-იგ/გ, ინგუშ. ყიენ-გ "ნიკაპი", წინარენახური *წ…არ-  *ყ(…)ან- "წვერი"; დარგ. მუწურ, ლაკ. ყირი, ლეზგ. ჩ´ურუ  *ყურუ, თაბ. მიჟირ  *მიყირ, აღ. მუჟურ  *მუყურ, არჩიბ. მოყორ, რუთ. მიყრი, წახ. მუყრუ, ხინ. მიყეშ  *მიყეჯ  *მიყერ "წვერი", წინარედაღესტნური *(მV)-*წ…არ*წ…ირ "წვერი"...
ენათმეცნიერული კვლევის ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საერთოქართველური, საერთონახურ-დაღესტნური და საერთოაფხაზურ-ადიღური ლექსიკის ბაზაზე დგინდება კანონზომიერი და რეგულარული ბგერათშესატყვისობანი, რაც საშუალებას იძლევა, აღდგეს საერთოკავკასიური ლექსიკა და, შესაბამისად, ივ.ჯავახიშვილის, არნ. ჩიქობავას, ი. ცერცვაძის, გ. როგავას, ქ. ლომთათიძის, დ. იმნაიშვილის, თ. გონიაშვილის, ო. კახაძის, ე. ლომთაძის, გ. თოფურიას, გ. ბურჭულაძის, ვ. შენგელიას, თ. გვანცელაძის, მ. ჩუხუას, ც. ბარამიძის, რ. აბაშიას და მრავალ სხვათა კვალად, სერიოზულად ვიმსჯელოთ იბერიულ-კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ; შდრ., თ. გამყრელიძისა და გ. მაჭავარიანის საყურადღებო მსჯელობაც: "საერთო-ქართველური ენობრივი ტიპი არქაული პერიოდისა შეიძლება დავახასიათოთ შემდეგი ზოგადი ნიშნებით: (1) უაღრესად რთული კონსონანტიზმი და უკიდურესად მარტივი ვოკალიზმი (მონოვოკალური სისტემა); (2) ფონოლოგიურად რელევანტური მოძრავი დინამიკური მახვილი; (3) სრულხმოვნობა გვიანდელი სრულმარცვლოვნობის ადგილზე; (4) ფორმაწარმოებასა და სიტყვაწარმოებაში პრეფიქსაციის უპირატესი როლი სუფიქსაციასთან შედარებით. მიღებული მოდელი უახლოეს ტიპოლოგიურ პარალელს პოულობს მთის იბერიულ-კავკასიურ ენებში, განსაკუთრებით დასავლურ-კავკასიურ ჯგუფში" (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, 1965, გვ. 470); "სტრუქტურულ-ტიპოლოგიური ნიშნები, რომლებიც ქართველურ ენებს აახლოვებენ ჩრდილოკავკასიურ ენებთან, უთუოდ შორეულ წარსულს განეკუთვნება, მაშინ როდესაც საერთოქართველური ტიპის ინდოევროპული ნიშნები უფრო გვიანდელი ქრონოლოგიური შრისაა" (გ. მაჭავარიანის ამ ციტატისა და არნ. ჩიქობავას კომენტარების შესახებ საგანგებო მსჯელობა იხ., თ. გამყრელიძე, 2000, გვ. 28-29). ჩვენ კი დავძენთ: სავსებით მართებულია დასკვნა, რომ არქაული ქართველური ენა უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებთან, ვიდრე გვიანდელი, რამდენადაც, ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდში ინდოევროპელ ტომთა კავკასიაში შემოსვლის გამო ქართველურში გაჩნდა შთამბეჭდავი სუპერსტრატული ინდოევროპული ფენა, რომლის გამოც, სავარაუდოა, ქართველური გარკვეულწილად დაემსგავსა/"დაენათესავა" ინდოევროპულ ენობრივ მოდელს. არქაული ტიპოლოგიური იგივეობის ფონზე იბერიულ-კავკასიურ ენებში დადასტურებული მრავალრიცხოვანი და რეგულარული ბგერათშესატყვისობანი, ვფიქრობთ, სერიოზულ საფუძველს უნდა იძლეოდეს ამიერკავკასიური და იმიერკავკასიური ენების ნათესაობის სამტკიცებლად.
ერის ისტორიის კვლევისას არსებითია, ასევე, ხალხური მუსიკის ისტორია (მ.ბრომლეი); ამ ასპექტით, ქართული სინამდვილისთვის საყურადღებოა ნ.მაისურაძის მსჯელობა, რომელიც ეფუძნება რა სხვა მომიჯნავე დარგების მკვლევართა (კ.ზაკსი, ი.ხაშბა, ბ.ბრლიაევი, დ.არაყიშვილი, შ.ასლანიშვილი, ი.კიკვიძე...) ნაშრომებს, ასკვნის: 
იბერიულ-კავკასიური ენების მფლობელი ხალხების მუსიკალური ენები მომდინარეობენ კავკასიურ-წინააზიური მუსიკალური ფუძეენიდან. წინააზიურ სამყაროსთან მჭიდრო კულტურულ-ისტორიული კავშირები მჟღავნდება ქართული "იავნანას" მელოდიასა (რომელიც ეძღვნება ნეოლითის დასასრულიდან არსებული ნაყოფიერების ღვთაება ნანას)და წინააზიური მუსიკალური ნიმუშების უძველეს შრეებში". ინტონაციურ და ჰარმონიულ ელემენტთა ერთგვაროვნობა, მრავალხმიანობის ფორმები, ტიპოლოგიური მსგავსება განვითარების შემდგომ პროცესში და საერთო კავკასიური მუსიკალურ-ინტონაციური ხასიათი მეტყველებენ კავკასიის ტერიტორიაზე ოდესღაც ერთიანი მუსიკალური კულტურის არსებობაზე... "მუსიკალური მასალა მკაფიოდ წარმოაჩენს ქართველურ ტომთა განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მის წამყვან როლს ამ კულტურის ჩამოყალიბებასა და შემდგომ განვითარებაში, რომელიც ძირითადად კავკასიური მუსიკალურ-ინტონაციური და ჰარმონიული აზროვნების ფარგლებში მიმდინარეობდა" (ნ.მაისურაძე, 1989, გვ.61-71; ნ.მაისურაძე, 2002, გვ.246); გარდა ამისა, აქვე დასაბუთებულია, რომ აფხაზური მუსიკალური დიალექტი/ენა "მელო-ინტონა   ინტონაციურად უშუალო კავშირს ავლენს აღმოსავლურქართველურ, ფშაურ-ხევსურულ (ფხოურ) სიმღერებთან (ნ.მაისურაძე, 1989, გვ.65-67; ნ.მაისურაძე, 2002, გვ.245). შდრ., აგრეთვე: ქართველური საკრავები პარალელებს პოულობს არა მხოლოდ აფხაზეთში, ზოგადად, ჩრდილო კავკასიაში, არამედ, ძველ წინა აზიაშიც (მ.შილაკაძე, 1970, გვ.55-57); ქართული სიმღერების გლოსოლალიებს პარალელები ეძებნება აფხაზურ და ჩეჩნურ სიმღერებში (მ.შილაკაძე, 1999, გვ.206).
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართველთა ენობრივ-კულტურულ-ეთნიკური წარმომავლობის შესახებ ჩვენი მოსაზრება შემდეგნაირად ჩამოყალიბდება:
წინააზიურ-კავკასიური დიდი მოდგმისგან ძვ.წ. III ათასწლეულში (მტკვარ-არაქსის II პერიოდი) გამომიჯნულ იბერიულ-კავკასიურ კონტინუუმში ძვ.წ. II ათასწლეულის მანძილზე უფრო ღრმავდება ენაკილოკავური დანაწევრება (ენობრივი ცვლილებანი განაპირობა ეთნოსთა შერევებმაც): 
ენის ცვალების შინაგანი კანონზომიერებებიდან გამომდინარე, თუ მრავალწახნაგოვანი შერევების გამო, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება მრავალი ენობრივი ერთეული (ენა/კილო), მაგრამ ისინი ინარჩუნებენ ამოსავალ ძირითად ლინგვისტურ მახასიათებლებს (ფონემატური სტრუქტურა, ზმნის სირთულე, ერგატიული კონსტრუქცია...) და საერთო წარმომავლობის ლექსიკის ნაწილს; შესაბამისად, იეროგლიფური დამწერლობის წყალობით ცნობილი კავკასიური სამყაროს მონათესავე წინააზიური ენობრივი მასალა ასახულია როგორც თანამედროვე ქართველურ, ასევე, ჩერქეზულ (აფხაზურ-ადიღურ), ნახურ/ჩეჩნურ და ლეკურ ენებში; სწორედ ამიტომაა, რომ იბერიულ-კავკასიური ენების ცალკეული მკვლევარები მათთვის კარგად ცნობილი ენის მსგავსებას ხედავენ ხეთურ, ხურიტულ, ელამურ თუ შუმერულ ენებში; შდრ., მაგ.: "ვეფხისტყაოსანი" მოიცავს ქრისტიანულ, მითოლოგიურ, გმირულ, ასევე, XII საუკუნის ისტორიულ და კულტურულ-ეთნოგრაფიულ ასპექტებს; თითოეული ამ დარგის სპეციალისტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში იაზრებს ამ გენიალურ ქმნილებას...
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: 
სხვადასხვა იბერიულ-კავკასიური ენის სპეციალისტი თავისი საკვლევი ენისთვის დამახასიათებელ ენობრივ მოვლენას რომ ხედავს რომელიმე წინააზიურ ენაში, ბუნებრივია, ვინაიდან იბერიულ-კავკასიური ოჯახის ენები მომდინარეობენ წინააზიურ-კავკასიური უძველესი ენობრივი ერთობისგან: შესაბამისად, თითოეულ იბერიულ-კავკასიურ ენას უთუოდ აღმოაჩნდება რაიმე საერთო როგორც ძველ წინააზიურ, ასევე, დღევანდელ სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებთან.
იბერიულ-კავკასიური ენობრივი ველისგან საკუთრივ ქართველური ენობრივი სამყაროს გამომიჯვნა (რაც, მაგ., აისახა კლას-კატეგორიების მოშლით) დაწყებული ჩანს კავკასიასა და ანატოლიაში მძლავრი ინდოევროპული ნაკადის შემოსვლით ძვ.წ. III-II ათასწლეულების მიჯნაზე; მკვეთრი დაშორება კი სავარაუდოა ძვ.წ. I ათასწლეულის მანძილზე, კერძოდ, სკვით-კიმერიელთა და სპარსული მოდგმის ტომთა შემოსევების დროს; ჩანს, ამ შერევებს ასახავს ოსურ-არმენულში არსებული მძლავრი იბერიულ-კავკასიური სუბსტრატული და ქართველურში არსებული ინდოევროპული სუპერსტრატული ფენები. შდრ., ზოგი სპეციალისტის აზრით, ქართველური ენა არის ნარევი ენა; მასში გამოიყოფა ორი ფენა: დასავლურ-კავკასიური და ინდოევროპული (გ.დეეტერსი, 1957, 13-15; შდრ., თ.გამყრელიძე, გ.მაჭავარიანი, 1965, გვ.35-378; ინდოევროპულიდან ნასესხები ფუძეებისათვის იხ.: მ.ანდრონიკაშვილი, 1966; თ.გამყრელიძე, ვ.ივანოვი, 1984; მ.ანდრონიკაშვილი, 1996). აქვე გასათვალისწინებელია რ.გორდეზიანის დასკვნაც: "ბერძნულ წყაროთა მონაცემები სხვადასხვა ეგეოსურ გადმოსახლებათა შესახებ კავკასიაში გვიანბრინჯაოს ხანის განმავლობაში სინამდვილეს უნდა შეესაბამებოდეს. როგორც ჩანს, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ მათი შედეგი უნდა იყოს ქართველურ ენათა საბოლოო დიფერენციაცია" (რ.გორდეზიანი, 1985, გვ.167); დავაზუსტებთ, ჩვენი აზრით, ამ გადმოსახლებებსაც შეიძლება დაეჩქარებინა იბერიულ-კავკასიურისგან ქართველურის გამომიჯვნა (და არა "ქართველურ ენათა საბოლოო დიფერენციაცია") შდრ.: ჩრდილოკავკასიურ ენებთან შედარებით ქართველური ენა-კილოები ერთგვაროვანია.
ზოგად შტრიხებში განვიხილავთ იბერიულ-კავკასიური და ძველი წინააზიური ენების მიმართებას:
ხათური და იბერიულ-კავკასიური:
ძვ.წ. XXIII საუკუნიდან ათასი წლის მანძილზე ცენტრალურ ანატოლიაში, მოგვიანო პერიოდების კაბადოკიის, პონტოს... ტერიტორიულ ველში (შდრ., სხვადასხვა დროის დედაქალაქთა სახელები: ხათუსა/ბოღაზქოი; მაზაკა/მასახა) არსებული ხათის ძლიერი სამეფოს სახელმწიფო ენა - ხათური ენა, შუმერულისა და ხურიტულის მსგავსად, ერგატიული კონსტრუქციისა და აგლუტინაციური ტიპის ენაა; სპეციალისტთა ერთი ნაწილის ვარაუდით, იგი ენათესავება თანამედროვე ქართველურ ენას (ქრ.გირბალი, რ.შმიდტ-ბრანდტი, შ.გაბესკირია...), მეორე ნაწილის აზრით კი - აფხაზურ-ადიღურ ენებს (ე.ფორერი, ი.დიაკონოვი, ვ. ივანოვი, ი.დუნაევსკაია, მ.ჩუხუა...).
კერძოდ: 
ჩერქეზულ-აფხაზურ-ადიღურ ენა-კილოებთან გენეტურ ნათესაობაზე მიუთითებს: ზმნის აგებულება, ერგატიული კონსტრუქცია და ზოგი მორფემის მსგავსება (ვ.ივანოვი; იხ., აგრეთვე, გრ.გიორგაძე, 2002). 
ქართველურ ენა-კილოებთან გენეტურ ნათესაობას ადასტურებს: ერგატიული კონსტრუქცია, მორფემათა იდენტურობა (მესამე პირის ნიშნები: ჰ, ს), კუთვნილება-წარმომავლობის -ელ სუფიქსი და ლა-/ლე- პრეფიქსი და მრავალრიცხოვანი ლექსიკური პარალელები; მაგ., 2002 წლის მაისში ქართველოლოგთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმზე ("ინტეგრაციისა და დეზინტეგრაციის პროცესები კავკასიაში") წაკითხულ მოხსენებაში: "ქართველურ-ანატოლიურ-ეგეოსური ენობრივი პარალელების საკითხისათვის" რობერტ შმიდტ-ბრანტმა, ქრ.გირბალის კვალად, ხათური წარმომავლობის სიტყვებად მიიჩნია დიდი, წვიმა, პური, ლაპარაკი, სმენა, ცხვარი, შავი, ცუვა - ძუ ("ცოლი") და სხვა; მისი აზრით, ხათური ენა კავშირშია საერთოქართველურ ენასთან. შდრ., ურარტული ღვთაება დიდუანი, ქართვ. დიდი და ხათური დიდი... წარმოდგენილ მასალას შდრ., აგრეთვე: ხათური ღვთაება არმა ქართველური – არმაზი და ბერძნული – ჰერმესი (ბერძნულ პანთეონში ჰერმესი წინარებერძნული - პელაზგური (?) სამყაროდანაა შეთვისებული).
ხათურთან მიმართებით საყურადღებოა შ.გაბესკირიას მრავალწლიანი კვლევის შედეგები; მისი აზრით: ენობრივი, არქეოლოგიური, მითოლოგიური და ფოლკლორული მასალის გათვალისწინებით დგინდება, რომ "ხათები არიან ქართველთა წინაპრები და შესაბამისად, ხათური ენა არის წინარექართული ენა, რომელიც ასახულია ინდოევროპულ-ხეთურ ანუ ნესიტურად დაწერილ ტექსტებში" (შ.გაბესკირია, 1998, გვ.29); ხათების სახელი მომდინარეობს ქართი ფორმისგან (შ.გაბესკირია, 2003, გვ.35). 
ხათების მემკვიდრენი არიან ქაშქები, ამ უკანასკნელთ კი აფხაზურ-ადიღურ ხალხთანაც აკავშირებენ და კოლხებთანაც (იხ. გრ.გიორგაძე, 2000; გრ.გიორგაძე, 2002, გვ.95-106; (პრობლემის მიმოხილვისათვის იხ. გრ.გიორგაძე, 2002, გვ.89-93); შდრ.: ქასქები დიდი ხნის მანძილზე ეომებოდნენ მოსულ ხეთებს. ამავე ტერიტორიაზე წელთაღრიცხვათა მიჯნაზეც აქტიურად ჩანან ქართველური ტომები; შემთხვევითი არც ის ჩანს, რომ, ქართული ტრადიციით, კაბადოკიელი წმინდანები ქართველთა უახლოეს წინაპრებად მიიჩნევიან (იხ. ზ.გამსახურდია, 1991, გვ.37).
დამოწმებულ ლიტერატურაში საყურადღებო არგუმენტებია წარმოდგენილი როგორც ხათური ენისა და ჩერქეზულის (რესპ. აფხაზურ-ადიღურის), ასევე ხათურისა და ქართველურის გენეტური სიახლოვის ასპექტით; ეს კი იძლევა საფუძველს, ვთქვათ:
ხათური ენა ახლო მონათესავეა საერთო იბერიულ-კავკასიური კონტინუუმისა; იბერიელ-კავკასიელი ხალხის ენა-კილოები ხათურის პარალელურად არსებობდა და რამდენიმე ათეული ენის სახით დღემდეა შემონახული; შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ხათურთან საზიარო ენობრივ-ლექსიკური მოვლენები შემოგვინახა როგორც თანამედროვე ჩერქეზულ-აფხაზურ-ადიღურმა, ასევე ქართველურმა ენობრივმა სამყარომ.
ხურიტული და იბერიულ-კავკასიური:
ძვ.წ. III-II ათასწლეულებში ხურიტულად მოლაპარაკე ხალხს თავისი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ჰქონდა ჩრდილო მესოპოტამიაში; ძვ.წ. XVI საუკუნიდან მის სახელმწიფოს ერქვა მითანი, ხოლო ძვ.წ. IX-VI საუკუნეებში - ურარტუ. 
ხურიტული ენაც აგლუტინაციური და ერგატიულია. სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილია მტკიცება ხურიტული და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიური ენების ნათესაობისა (ი.ბრაუნი, გ.კლიმოვი, ი.დიაკონოვი, ს.სტაროსტინი...); მიუთითებენ ხურიტულ და ნახურ-დაღესტნურ ათეულობით საზიარო ლექსიკურ ერთეულს და განიხილავენ მორფოლოგიურ ერთეულთა მსგავსებას (საკითხის ისტორიისათვის იხ.: ვ.იარცევა, 1990; მ.ქურდიანი, 2001; გრ.გიორგაძე, 2002). ხურიტული და ქართველური ენების ნათესაობის ვარაუდს გამოთქვამდნენ ჯერ კიდევ ს.ჯანაშია, არნ. ჩიქობავა... ამ ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა, აგრეთვე, ნ.ნოზაძისა და მ.ქურდიანის გამოკვლევები, სადაც საყურადღებო დასკვნებია წარმოდგენილი ხურიტულ-ქართველური ენების ნათესაობის სამტკიცებლად; კერძოდ, ლაპარაკია მოქმედებითი გვარის მიმღეობის წარმოების, დეპონენსების, რეზულტატიური დროების, ზმნის პოლიპერსონალიზმისა და თანხმოვანთა ჰარმონიული კომპლექსების მსგავსება-იდენტურობასა და მრავალრიცხოვან ლექსიკურ პარალელებზე (ნ.ნოზაძის მოსაზრების შესახებ იხ. გრ.გიორგაძე, 2002, გვ.74-76). სანიმუშოდ მოვიყვანთ მ.ქურდიანის დასკვნას: 
"ხურიტულსა და ურარტულს თანხმოვანთა პირველადი ჰარმონიული კომპლექსები ახასიათებთ და იგივე მახასიათებელი მათი ფუძე-ენისთვისაც რეკონსტრუირდება. თანხმოვანთა ჰარმონიული დეცესიური კომპლექსები ამ ტიპისა არ არის დამახასიათებელი აღმოსავლურ-კავკასიური (ნახურ-დაღესტნური) ენებისთვის არც სინქრონიაში და არც დიაქრონიაში - ის არ რეკონსტრუირდება არც საერთო-ნახურ, არც საერთო დაღესტნურ ქრონოლოგიურ დონეზე და, მით უმეტეს, არც საერთო-ნახურ-დაღესტნური (აღმოსავლურ-კავკასიური) ფუძე-ენის დონეზე. ასეთი სისტემა პრინციპულად უცხოა აღმოსავლური კავკასიური ენებისთვის. მსგავსი სისტემა აღმოსავლური ენებიდან მხოლოდ ქართველურ (სამხრეთ-კავკასიურ) ენებში გვაქვს სინქრონიაში და ის დიაქრონიაშიც აღდგება საერთო-ქართველური ფუძე ენის დონეზე" (მ.ქურდიანი, 2001, გვ.183-184; მ.ქურდიანი, 2003, გვ. 70-71).
შენიშვნა: შდრ.: მრავალ ლექსიკურ ერთეულთა გარდა, ერთგვარია: ქართველური და ურარტული ენების ბრუნვების რაოდენობა (ზოგი ბრუნვის ყალიბიც კი ემთხვევა), ერგატივისა და ზმნის გარდამავლობა-გარდაუვლობის მიმართება, ნათესაობით ბრუნვაში დასმული სახელის საშუალებით ზედსართავი სახელის წარმოება, ნაწილობრივ ზმნის სუფიქსაცია და სხვ. (ნ.მარი, 1917, გვ.131-135; გ.მეშჩანინოვი, 1927, გვ.111-115; გ.წერეთელი, 1939, გვ.9; გ.მელიქიშვილი, 1960, გვ.53-60, 79). 
ჩვენი აზრით, როგორც უკვე ზემოთ გვქონდა აღნიშნული, ერთი მხრივ, ხურიტული ენისა და ნახურ-დაღესტნურის, მეორე მხრივ კი - ხურიტულისა და ქართველურის სიახლოვე, მიმათითებელია ყველა ამ ენის (შესაბამისად, ამ ენათა მფლობელი ხალხების) ნათესაობისა: ხურიტული და იბერიულ-კავკასიური ენობრივი ერთეულები ერთმანეთის მონათესავეა და ხათურთან ერთად სათავეს იღებს საერთო წინააზიურ-კავკასიურ ენობრივ ველში. 
სამეცნიერო ლიტერატურაში, სულ მცირე, ერთი საუკუნეა, გრძელდება დისკუსია ცალკეული იბერიულ-კავკასიური და შუმერული ენების ნათესაობის რეალურობის შესახებ; ბევრი ლექსიკური პარალელია გამოვლენილი შუმერულსა და ქართველურში (იხ., მაგ., ა.სეისის, კ.კრამერის, ი.კარსეთის, მ.წერეთლის, ჯ.შარაშენიძის, ჰ.ფენრიხის და მრავალ სხვათა მოსაზრებები და გამოკვლევები; ლიტერატურისათვის იხ.: არნ.ჩიქობავა, 1979, გვ.257-307; გრ.გიორგაძე, 2002, გვ.22-27). კვლევის ამ ეტაპზე აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ამ მიმართულებითაც მეტად პერსპექტიულია მეცნიერული კვლევა-ძიება.
ქართველური ენა-კილოებისა და წინააზიურ-ეგეოსური ენების ნათესაობის თვალსაზრისით საკითხის ისტორია და საინტერესო მასალა წარმოდგენილია რ.გორდეზიანის (1980, 1985), თ. გამყრელიძისა და ვ.ივანოვის (გვ.892-894) ფუნდამენტურ ნაშრომებში, თუმცა მათ ეს მასალა ნასესხობებად მიაჩნიათ. 
უთუოდ საყურადღებოა, აგრეთვე, ზ.გამსახურდიას დაკვირვებები; მაგ., მისი აზრით, "ტარ- ფუძიდან ნაწარმოები უძველესი სახელები და ტოპონიმები გვხვდება ჯერ კიდევ პალეო-მედიტერანულ და პალეო-კავკასიურ (კოლხურ) სამყაროში. ფუძე ტარ ღვთაების აღმნიშვნელია და მისგან არის ნაწარმოები უძველესი მცირეაზიური ამინდისა და ჭექა-ქუხილის ღვთაებების სახელები, რომელთაც ვეფხისტყაოსანებად გამოსახავდნენ უძველესი საკულტო მღვიმეების კედლებზე (შდრ., შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსნის" მთავარი გმირი - ვეფხისტყაოსანი ტარიელი). თარუ ეგეოსურ-ანატოლიური ფუძეა, ელვა-ჭექის ღვთაების აღმნიშვნელი (აქედან მომდინარეობს ქართული სიტყვა "ტაროსი" - ამინდის აღმნიშვნელი)... ფუძე თარ პალეომედიტერანული, პალეოკავკასიური და მცირეაზიური ენობრივი სამყაროდან მოდის და წარმოადგენს მისტერიათა საკრალურ სიტყვას, თეონიმს, ღვთაების სახელს, კერძოდ, მცირეაზიურ ტარუს, ჭექა-ქუხილისა და ამინდის ღვთაების სახელწოდებას, რომელსაც ვეფხისტყაოსნად გამოსახავდნენ უძველეს მცირეაზიურ (ანუ პროტოქართულ) მისტერიებსა და საკულტო მღვიმეებში. აქედან წარმოდგა კაპადოკიურ ენაში სიტყვა "ტარჰუალა", რაც ძლევას, გამარჯვებას ნიშნავს. ეს ფუძე პრე-სემიტური, პრე-ინდოევროპულ და პრე-ქამიტურ ენებსა და კულტურებს უკავშირდება, ხოლო ხეთურში, სანსკრიტში, აქადურში და სხვა სემიტურ ქვეყნებში, ასევე სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში აქედან უნდა იყოს გადმოსული" (ზ.გამსახურდია, 1991, გვ.242-245; იხ., აგრეთვე: რ.გორდეზიანი, 1970, გვ.37; გრ.გიორგაძე, 2002, გვ. 84). მ.ჩუხუას აზრით (2003, გვ.73), საკუთარ სახელ ტარიელს შესატყვისობები ეძებნება ქართველურ დიალექტებშიც; კერძოდ, შდრ.; სამწიგნობრო ქართული ტარიელი - ზან. ტორო/ტურუ/ტორუა (შდრ.: ჭან., ტარონი); სვან. ტერ(ე), ტარE/ტერE... 
პელაზგურ-ეტრუსკულ-ქართველური საერთო ენობრივი შთამბეჭდავი მასალაა წარმოდგენილი აგრეთვე რ.გორდეზიანისა (1970) და გ.ქავთარაძის (1985) ნაშრომებში. 
შეიძლება დავასკვნათ: ჯერ კიდევ XIX საუკუნის მკვლევართა მიერ ნავარაუდევ წინარებერძნულ-წინააზიურ-ქართველურ-ჩრდილოკავკასიურ ენობრივ-ეთნიკურ ნათესაობას, რომელიც სამეცნიერო პრობლემად აქციეს ნ.მარმა, ივ.ჯავახიშვილმა, ს.ჯანაშიამ, არნ.ჩიქობავამ და სხვებმა, უფრო და უფრო მეტი არგუმენტი უჩნდება...
კავკასიურ-წინააზიური (ახლოაღმოსავლური) ენობრივ-ეთნიკური ერთობის დივერგენციის სავარაუდო ქრონოლოგია, ჩვენი აზრით, ასე გამოიყურება:
ძვ.წ. VII-IV ათასწლეულები: ახლოაღმოსავლური ენობრივი სამყარო;
ძვ.წ. IV-II ათასწლეულები: იბერიულ-კავკასიური, ხურიტული, ხათური... ენობრივ-კულტურული ველების წარმოქმნა-არსებობა;
ძვ.წ. I ათასწლეული: ქართველური ენობრივ-ეთნიკური სამყაროს ჩამოძერწვა...
შენიშვნა: ვგულისხმობთ, რომ შიდაენობრივი დივერგენციის პარალელურად, ყველა დროში მიმდინარებოდა ენათა მრავალწახნაგოვანი კონვერგენციული პროცესები, რომლებიც პირდაპირპროპორციულია ეთნოსთა შერევის ხარისხისა. ძველ თუ თანამედროვე კავკასიურ და წინააზიურ ენებში (ინდოევროპული და სემიტური ენების ჩათვლით) შთამბეჭდავია სუპერსტრატული, სუბსტრატული და ადსტრატული ფენები.
ჩვენი მსჯელობის შესაბამისად, იბერიულ-კავკასიური და წინააზიური ძველი ენების მიმართების ამსახველი სქემა შემდეგი სახით წარმოსდგება: 

შდრ., მ.ჩუხუას სქემა, რომელიც დაიბეჭდა 2003 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში: "ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი"; ამ სქემის მიხედვით, წინარეიბერიულ-კავკასიური (ალაროდიული) ენისგან მომდინარენი არიან: 
შუმერულ-იბერიულ(ქართველურ)-ეტრუსკულ-პელაზგური 
ერთობა,
ხათურ-აფხაზურ-ადიღური ერთობა,
ჰურიტულ-ურარტულ-ნახური ერთობა,
ლელეგურ-ალბანურ-დაღესტნური ერთობა,
ბასკურ-კორსიკულ-კელტ-იბერიული... ერთობა.
ვფიქრობთ, შეუძლებელია სხვადასხვა ჯგუფებად წარმოვიდგინოთ, ერთი მხრივ, ხათურ-ჩერქეზული, მეორე მხრივ, ქართველურ-შუმერული, მესამე მხრივ კი - ჰურიტულ-ნახურ-ალბანურ-დაღესტნური; როგორც ტერიტორიული, ასევე, ენობრივ-კულტურულ-ანთროპოლოგიური პარალელები უფრო მეტ საფუძველს იძლევა, ცალკეულ ენობრივ ერთობებად განვიხილოთ:
იბერიულ-კავკასიური (აღმოსავლეთიბერიული),
ხურიტულ-ურარტული,
შუმერული, 
ხათურ-დასავლეთიბერიული...