Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
 

2.3.2. ქართული ანბანი და ფარნავაზისდროინდელი სახელმწიფო ენის ფონემატური მოდელის საკითხი

არქაული ქართული სამწიგნობრო ენის ფონემატურ სტრუქტურაზე მსჯელობისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ასომთავრულ ანბანს, ვინაიდან ქართული დამწერლობის მსგავსი სრულყოფილი ანბანური სისტემის შექმნა შეუძლებელია ენის ბგერითი შედგენილობის ზუსტი ანალიზის გარეშე. 
დროთა განმავლობაში ქართული ანბანის ასოთა მოხაზულობა გამრავალფეროვნდა (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული), მაგრამ ენის ფონემატურ სტრუქტურაში არსებითი ცვალება არ მომხდარა; გარდა ამისა, ძველი ქართველი უცნობი მწიგნობრების მიერ თავიდანვე ისეთი სიზუსტით იყო დადგენილი ქართველური ენის სამეტყველო ბგერები, რომ თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ფონზეც კი იდეალურია არქაული ქართულის ფონემათა და გრაფემათა შეფარდება.
ქართული საისტორიო ტრადიცია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული სამწიგნობრო ენისთვის ანბანის შექმნას ფარნავაზის სახელს უკავშირებს. სამეცნიერო ლიტერატურის ერთ ნაწილში გაზიარებულია ამგვარი პოზიცია; მეორე ნაწილში ქართული ანბანის შექმნის თარიღი გადაწეულია ძვ.წ. VII საუკუნეში, ზოგი მკვლევრის აზრით კი, ქართული ანბანი შეიქმნა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (ლიტერატურის მიმოხილვისთვის იხ. რ.პატარიძე, 1980; თ.გამყრელიძე, 1989). ჩვენ არ გამოვრიცხავთ შესაძლებლობას, რომ ქართული ანბანის ძირითადი მოდელი შეიქმნა ფარნავაზის დროს, რომელიც, მოგვიანებით, ქრისტიანული ლიტერატურის თარგმნის პერიოდში, ბერძნული ანბანის გავლენით "დაზუსტდა" - დაემატა ქართულისათვის უცხო რამდენიმე ასო-ნიშანი (Ä, უÂ...).
ერთ საინტერესო გარემოებას მიაქცია ყურადღება ეპისკოპოსმა ანანია ჯაფარიძემ; მისი აზრით, ანბანი ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ რომ შექმნილიყო, ამ ქრისტიანულ ღვაწლს უთუოდ აღნიშნავდნენ ქართველი მემატიანენი, რამდენადაც, როგორც წესი, ისინი სასულიერო მოღვაწენი იყვნენ (ა.ჯაფარიძე, 1994, გვ.90). ამავე დროს, ფაქტია ისიც, რომ ქრისტიანობამდელი ქართული წარწერები არ არის შემონახული, თუმცა, ნეკრესის წარწერების მსგავსად, კიდევ რა სიურპრიზს გვიმზადებს ახალი აღმოჩენები, უფალმა უწყის... 
რომელ პერიოდში შექმნილადაც არ უნდა ვივარაუდოთ ქართული ანბანი, აშკარაა, რომ იგი ზუსტად ასახავს თანხმოვანთა, სონანტთა და ხმოვანთა საერთოქართველურ სისტემას; გარდა ამისა, გვაქვს საკმარისი არგუმენტები, ვამტკიცოთ, რომ ქართული ასომთავრულის შემოქმედი უთუოდ იცნობდა როგორც ფინიკიურ, ასევე ბერძნულ ანბანურ სისტემას; სწორედ ამ კონტექსტშია საინტერესო ერთი გარემოება:
ფინიკიურში გამოიხატებოდა E და ~ ბგერები, ხოლო ბერძნულში - უ და ი; ქართულ დამწერლობაში თავიდანვე გვაქვს ოთხივე ბგერის ფარდი ასო-ნიშანი; ვფიქრობთ, რომ ასომთავრულის ვ სწორედ წყვილბაგისმიერ უმარცვლო ბგერას გამოხატავდა და არა კბილბაგისმიერ სპირანტს (დაწვრილებით იხ. ტ.ფუტკარაძე, 1998). წარმოდგენილი ორი სონანტის ოთხივე ალოფონი აისახებოდა აგრეთვე რუნულ და, გამომდინარე აქედან, ახალ გოთურ დამწერლობაში, რომელიც ძველი გოთურისა და ბერძნული უნციალური დამწერლობისაგან შეიქმნა (გოთურისა და უნციალური ბერძნულის მიმართებისათვის იხ. თ. გამყრელიძე, 1984, გვ.101; აგრეთვე, რ.პატარიძე, 1980, გვ. 137); გოთურისავე E ნიშნის სახელი ემთხვევა ქართული ვ (ვინი) ნიშნის სახელწოდებას; შეიძლება დავუშვათ, რომ გოთური ანბანის შემქმნელს ან ქართული ანბანიც ედო წინ, ან ქართულიც და ეტრუსკულ-გოთურიც ამ ნიშანს ფინიკიურისგან იღებენ... 
შენიშვნა: რუნული დამწერლობა სათავეს იღებს ეტრუსკულისაგან; თუ გავითვალიწინებთ იმასაც, რომ ზოგი მკვლევარი ეტრუსკულს საერთოქართველურ ენასთან აკავშირებს, საინტერესოდ შეიძლება დადგეს ზოგი სხვა საკითხიც. 
საყურადღებოა: ქართულში, ფინიკიურის ანალოგიით, ვ/E-ს შესაბამისი ნიშანი გამოხატავს 6 რიცხვით მნიშვნელობას, გოთურში კი, ბერძნულის მსგავსად, 400-ს შეესაბამება; გოთური უ-ს ასონიშანი მე-16 ადგილზეა და 70 აღნიშნავს; ქართულში ამ ადგილას ო ზის.
რაც შეეხება უ სონანტის მარცვლოვან ვარიანტს: 
ბერძნულში, თავდაპირველად, 23-ე ასო-ნიშანი უ-ს შეესაბამებოდა; მოგვიანებით მას დააკისრეს O-ს აღნიშვნა და უ-სთვის დიგრაფი შემოიღეს; 23-ე ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობაა 400.
ჩვენი აზრით, განვითარების ამგვარივე გზა უნდა გაევლო ქართული ასომთავრულის 23-ე ნიშან Â-საც, იგი თავდაპირველად უ-ს გამოსახატავად შექმნეს; მოგვიანებით კი, ბერძნულის ანალოგიით უკანა რიგის ბაგისმიერი ხმოვნისთვის შემოღებული დიგრაფის (უÂ) დამკვიდრების შემდეგ, იგი უი/Eი სეგმენტის სიმბოლოდ დამკვიდრდა; O/Eი ქართულში ფონემა არ იყო, ამიტომაც Â ნიშნის გამოყენებაში გარკვეული აღრევები დამწერლობამ თავიდან ვერ აიცილა, თუმცა, როგორც ხანმეტი ტექსტების ანალიზით ჩანს, Â (ვიე) ძირითადად უი (და არა Eი/ვი) კომპლექსს შეესაბამებოდა...
ჩვენს მოსაზრებას ამყარებს რამდენიმე გარემოება:
ა) ქრისტიანული კანონიკური წიგნების თარგმნისას მთარგმნელი ვალდებული იყო, მკაცრად დაეცვა დედანთან შესაბამისობა; გამომდინარე აქედან, ბერძნული ანბანის მიხედვით ხდებოდა დამწერლობის "გამართვა"... შდრ., სწორედ ამ მიზეზით თითქმის უარყოფილ იქნა გოთური რუნული წარმართული ხასიათის ანბანი (თ. გამყრელიძე, 1989, გვ.100)... სავარაუდოა, ქრისტიანობის შემდეგ მსგავსი რეფორმა ქართულშიც მოეხდინათ, რომლის ერთ-ერთი შედეგიც იყო ბერძნულის მიბაძვით დიგრამის შემოღება უ ბგერისათვის და 23-ე გრაფემის დამკვიდრება O/უი/Eი კომპლექსის აღსანიშნავად.
ბ) უÂ-ს რიცხვითი მნიშვნელობის უქონლობის ახსნა ბერძნულის ანალოგიით ნაკლებ ლოგიკურია; იმავე გოთურში დიგრამის ნაცვლად მონოგრამა გვაქვს, რომელსაც საკუთარი რიცხვითი მნიშვნელობაც აქვს. ქართული ანბანის შემოქმედმა აბრუპტივთა (პ, ტ, წ, ჭ, კ, ყ) გარდა, ბერძნულისაგან განსხვავებულ კიდევ 12 სამეტყველო ბგერას (E, ~, ჟ, ღ, ჩ, ც, ზ, ქ, პ, ჯ, ჰ) მოუძებნა ორიგინალური ასო-ნიშანი, სრულყო რიცხვითი მნიშვნელობების სისტემა, ბერძნულისათვის ბუნებრივი და ქართულისათვის უცხო მე-16 ასო-ნიშნის ადგილას ქართულისათვის დამახასიათებელი სონანტის უმარცვლო ალოფონის - ~-ს გრაფემა ჩასვა, ამით განასხვავა რა ~ და ი ალოფონები... ანბანის შემქმნელის გენიალური ჭვრეტისა და ღრმად მეცნიერული ანალიზის ფონზე აუხსნელია, ერთი მხრივ, ქართული დიგრამის და შესაბამისი ბერძნული პირველწყაროს სრული გრაფიკული ერთგვარობა, მეორე მხრივ კი, მისით მარცვლოვანი და უმარცვლო ვარიანტების გამოხატვა... 
აშკარაა, რომ დიგრამა ამოვარდნილია ქართული ანბანთშემოქმედების პროცესიდან, რაც მის გვიანდელობაზე უნდა მეტყველებდეს; გარდა ამისა, თუკი ქართული ასომთავრული ანბანი ქრისტიანობის შემდეგაა შექმნილი ბერძნულის ანალოგიით, ამდენი განსხვავებული ბგერისათვის გრაფემის შემქმნელ ქართველ ანბანთშემოქმედს რატომ გაუჭირდებოდა ქართულ ენაში ასე ინტენსიურად გამოყენებული ბაგისმიერი სპირანტი თანხმოვნისა და ბაგისმიერი ხმოვნის გრაფიკული გამიჯვნა, მათთვის ორიგინალური გრაფემების შექმნა მაშინ, როცა განასხვავა უფრო რთულად გასამიჯნი /ი/ და /~/?
გ) ქართული ანბანის გრაფემები საოცარი სიმყარით გამოირჩევიან აღსანიშნისა და აღმნიშვნელის მიმართების თვალსაზრისით; გამონაკლისს ქმნის მხოლოდ უ სონანტი ფონემის ალოფონთა გამოხატვა (იშვიათად შემჩნეულია ი/~ გრაფემების მონაცვლეობაც; იმნაიშვილი, 1982, გვ.117), კერძოდ, მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ ვ გამოხატავს E/ვ ალოფონებს; Â ნიშანი უ/E/Eი (და არა უი-ს), ხოლო უÂ - უ/E-ს (საკითხის ისტორიისათვის იხ., აგრეთვე, კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, 1997)... თუმცა, ამ დროს არა გვაქვს ზუსტი კრიტერიუმი, გავარკვიოთ, მაგ., შეხუაბთ ფორმაში იგი მარცვლოვან ბგერას აღნიშნავდა თუ უმარცვლოს (აკ.შანიძის ვარაუდი თანამედროვე ქართულის ჩვენებას ეფუძნებოდა! იხ. აკ. შანიძე, 1976, გვ.20); აგრეთვე, ძველ ქართულში ბაძEა, ხატEა ტიპის საწყისებში ვ გრაფემა გვაქვს; როგორც ანტონ კათალიკოსი თვლის, აქ E ბგერა უნდა იგულისხმებოდეს... სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება...
შენიშვნა: სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ძველ ქართულში უ გრაფემა, შესაძლოა, მხოლოდ მარცვლოვან ბგერას აღნიშნავდა; მოგვიანებით E-თი გამოიხატებოდა უ-ს რედუქციით მიღებული E/ვ (თ.ჟორდანია, 1889, გვ.11-12; ვ. თოფურია, 1979, გვ.164; მ. კობაიძე, 1990, გვ.150)...
ვფიქრობთ, სონანტის ალოფონთა გამოხატვაში არსებული რყევა სწორედ დიგრამის შემოღებამ გამოიწვია; მანამდე ვ-ს შეესაბამებოდა წყვილბაგისმიერი E ალოფონი, ხოლო Â ნიშანს - მარცვლოვანი ვარიანტი. კბილბაგისმიერი სპირანტი ანბანში არ გამოიხატებოდა, ვინაიდან იგი ქართულისთვის არაბუნებრივია (ტ.ფუტკარაძე, 1998, გვ.71-75); ლაბიოდენტალური თანხმოვანი არ იყო ფინიკიურში და არც ქართული ანბანის საფუძვლად ნავარაუდევ ბერძნულ კლასიკურ ანბანში; ქართული ანბანის მე-6 ასო-ნიშანი, რომელიც თავიდან წყვილბაგისმიერი სპირანტის (სონანტის ალოფონის) გამოსახატავად შეიქმნა, კბილბაგისმიერად გააზრებულ იქნა გვიან შუა საუკუნეებში ლათინური ენის გრამატიკების გავლენით (შდრ., თუ ენაში გვაქვს ლაბიოდენტალური მჟღერი ფონემა ვ, იმ ენებში ვლინდება ყრუ ფ ფონემაც). ჩვენი აზრით, ძველი ქართულის კუალი, ლეკუ, შეხუაბთ... ტიპის ფორმებში სრული ხმოვანია აღნიშნული და არა E. ეს უკანასკნელი ივარაუდება ქვა, ქველი, ყველი, წყვილი, ხვალე, პირველი, სვლა... რიგის სიტყვებში. ქრისტიანული კანონიკური ძეგლების ქმნადობის მოგვიანო პერიოდებში ავტორები აქტიურად ცდილობდნენ უ ალოფონის შესაბამისი რთული გრაფემის შეცვლას ისევ Â ან უ მარტივი ნიშნით...
დ) ანა დედოფლისეული "ქართლის ცხოვრების" ხელნაწერის ავტორი ზოგი ვ-ს თავზე წერტილს სვამდა (ივ. ჯავახიშვილი, 1949, გვ.137); მარიამ დედოფლისეულ ხელნაწერში ამ ადგილას უ გვაქვს (ყუელი); ანტონ კათალიკოსმა E ასო-ნიშანი შემოიღო... ჩვენი აზრით, ამის ახსნა შემდეგნაირად შეიძლება: ანტონის დროს ქართული ანბანის ვ ნიშნით გამოხატული ბგერა ლათინურის გავლენით უკვე კბილბაგისმიერადაა გააზრებული... არ არის გამორიცხული, რომ ანტონმა E შემოიღო საკუთრივ უ-სგან მიღებული უმარცვლო ვარიანტის აღსანიშნავად; საკითხი შემდგომ ძიებას საჭიროებს (იხ. ანტონ კათალიკოსი, 1885; გვ.116-117; 285-286). 
ამგვარად, ფინიკიურ და ბერძნულ ანბანურ სისტემათა გამოცდილების საფუძველზე შექმნილ ქართულ ასომთავრულ დამწერლობაში აისახებოდა საერთოქართველურის თუ არქაული ქართულისთვის დამახასიათებელი სონანტი ფონემების ალოფონებიც. ამ გარემოების გამო ფინიკიურ და საკუთრივ ბერძნულ სისტემებთან შედარებით, ქართული ანბანი უფრო სრულყოფილად გამოიყურება; შდრ.: ფინიკიური ანბანი ძირითადად კონსონანტურ ფონემებს გამოხატავდა; ხმოვანი ფონემების დამატებით ბერძნულმა გააუმჯობესა სამეტყველო ბგერების გამოხატვის სისტემა, ქართულ ანბანში კი სონანტ ფონემათა ალოფონებიც აისახა...
ვფიქრობთ აშკარაა: 
საერთოქართველურსა და არქაულ ქართულში ნავარაუდევი ყველა ფონემა და ი და უ სონანტთა ალოფონებიც (ი/~, უ/E) თითო გრაფემითაა დადასტურებული ასომთავრულ ანბანშიც და მხედრულშიც; შესაბამისად, სრული საფუძველი გვაქვს, ვთქვათ, რომ საერთოქართველურისა და სამწიგნობრო ქართულის ფონემატური სტრუქტურები იგივეობრივი მონაცემებია.