Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
    ბ. იბერიულ-კავკასიური ენების, საერთოქართველური ენის, სამწიგნობრო ქართულისა და ქართველთა 
თანამედროვე დიალექტების მიმართების 
ამსახველი სქემა

ენათა გენეალოგიური ხე იგება მონათესავე ენობრივი ერთეულების მიმართების მიხედვით, მაგრამ ხშირად გათვალისწინებულია კონკრეტული ეთნოსის (ერის) ისტორიაც: ენად სახელდება ხდება ერის (ეთნიკური ერთეულის) მიხედვით; შესაბამისად, გენეალოგიური სქემები ვერ გამოდგება ენობრივ ერთეულთა სტატუსის ზუსტ განმსაზღვრელად (შდრ. გ.ცოცანიძე, 2002). 
ჩვენ მიერ წიგნში წარმოდგენილი მსჯელობის გათვალისწინებით, მსოფლიოს ენათა გენეალოგიური სქემის იბერიულ-კავკასიურ ენათა შტოში შევა მხოლოდ ყოველთა ქართველთა საერთო ენა - ქართველური ენა; ყველა სხვა ენობრივი ერთეული ამ ზოგადქართული ენის კილოებად უნდა წარმოდგეს. ძველ წინააზიურ ენებთან მიმართების გათვალისწინებით, ქართველთა სამეტყველო ერთეულების ისტორიული სქემა შემდეგ სახეს მიიღებს (წარმოდგენილი დივერგენციული სქემა პირობითია, ვინაიდან ნებისმიერი ენობრივი ერთეულის ფორმირებისას გასათვალისწინებელია მეზობელ ენებთან/დიალექტებთან შერევის პერსპექტივა და კონვერგენციული პროცესები; მაგ., აშკარად ჩანს, რომ ქართველურისათვის ძირითად იბერიულ-კავკასიურ ფენაში ასახულია ხათური და ხურიტული შრეები; გარდა ამისა, გვაქვს ინდოევროპული სუპერსტრატული დაფენებაც...):