Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
     

დანართი II

სქემატური რუკები

 

გამოყენებულია:
გ.მელიქიშვილის, თ.მიქელაძის, დ. მუსხელიშვილის,
გრ.გიორგაძის და რ.თოფჩიშვილის მიერ შედგენილი რუკები.

რამდენიმე შენიშვნა რუკებთან დაკავშირებით:

ფაქტები და არგუმენტირებული მსჯელობები, ხშირ შემთხვევაში, მიუწვდომელი დარჩა უცხოელთათვის...

1. ქვემოთ წარმოდგენილ რუკებს პირობით სქემებს ვუ-წოდებთ, ვინაიდან შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ 2000-5000 წლების წინ მცხოვრებ ტომთა განსახლებისა და მოძრაობის საზღვრები;

2. წინარექართველურ-კავკასიური (აგრეთვე, ხათური, ხური-ტული...) მოსახლეობის განფენის დიდ ველში, ბუნებრივია, არ გამოირიცხება სხვა ეთნოსთა (ინდოევროპელთა, სემიტთა...) გადაადგილება თუ ცხოვრება.

3. ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში დაპყრობილი თუ დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე იცვლებოდა სახელმწიფოთა საზღვრები, რაც სულაც არ ნიშნავდა ტომთა/ხალხთა საცხოვრისების საზღვრების ადეკვატურ ცვლას; მაგ., უსაფუძვლო, არაპროფესიონალური და ხშირად ღიმილის მომგვრელია კავკასიაში არაავტოქთონი, დღეს უკვე ქართველთა მეზობელი ხალხების ზოგი წარმომადგენლის მცდელობა, არაქართულად გამოაცხადოს არა მხოლოდ ქართველთა ძველი სტრატეგიული ქალაქები: ბათუმი, ცხუმი, მცხეთა, ცხინვალი... არამედ საქართველოს დედაქალაქი თბილისიც კი. იმპერიული ხასიათისაა (ან არაკომპეტენტურია) ზოგი ძველი რუკაც; ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს საკითხი მრავალჯერ გახდა კრიტიკის საგანი, მაგრამ ქართულის ვერფლობის გამო სწორი ფაქტები და არგუმენტირებული მსჯელობები, ხშირ შემთხვევაში, მიუწვდომელი დარჩა უცხოელთათვის...